იზორიამ და ტონოიანმა ხელი მოაწერეს ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის პროგრამას

© photo: Sputnik / Asatur Yesayants ლევან იზორია და დავით ტონოიანი
ლევან იზორია და დავით ტონოიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ერევანში ვიზიტის ფარგლებში თავის სომეხ კოლეგა დავიდ ტონოიანთან ერთად ხელი მოაწერა 2019 წელს სამხედრო თანამშრომლობის პროგრამას, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

„ვეთანხმებით ბატონ იზორიას პოზიციას თავადაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობის შესახებ. ხელი მოვაწერეთ ჩვენს უწყებებს შორის 2019 წელს თანამშრომლობის გეგმას", – განაცხადა ტონოიანმა ერთობლივ ბრიფინგზე.

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე სამხედრო განათლების, სამედიცინო პერსონალის, სერჟანტების შემადგენლობის მომზადების, კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში.

ტონოიანის განცხადებით, სომხეთსა და საქართველოს კარგად ესმით და პატივს სცემენ ერთმანეთის პრიორიტეტებსა და გადაწყვეტილებებს, რაც მიმართულია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, სწამთ უფრო უსაფრთხო და წარმატებული სამხრეთ კავკასიისა.

კომპანია „გაზპრომის ოფისი - Sputnik საქართველო
ბახტაძე: სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტზე „გაზპრომთან" მოლაპარაკებები მალე დასრულდება

ლევან იზორიამ, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი გააგრძელებს საქართველოში ნატოს წვრთნებში მონაწილეობას.

მინისტრებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

ერევანში ვიზიტის ფარგლებში იზორია ასევე შეხვდება მთავრობის მეთაურს ნიკოლ ფაშინიანს და შინაგან საქმეთა მინისტრს ზოგრაბ მნაცაკანიანს.

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა ბოლოს 2016 წლის დეემბერში თბილისში გაიმართა. მაშინ სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარქსიანი იყო.

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბოლო ვიზიტს ერევანში, ბოლოს ეს 2016 წლის თებერვალში განხორციელდა, როდესაც ქართულ უწყებას თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0