საქართველოში მშენებარე ციხეები გუანტანამოს პატიმრებისთვის არ არის განკუთვნილი

© Pixabay / ErikaWittliebსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ციხეები, რომელთა აშენებაც რუსთავის გარეუბანში იგეგმება, განკუთვნილი იქნება საშუალო რისკის პატიმრებისთვის.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ რუსთავის გარეუბანში მშენებარე ციხეებში, შესაძლოა, ამერიკული გუანტანამოს პატიმრები მოათავსონ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გუანტანამოს ყოფილმა პატიმრებმა რეაბილიტაციის პროგრამა საქართველოში უკვე გაიარეს. სამი ადამიანი საქართველომ მიიღო 2010 წელს, კიდევ სამი – 2014 წელს. პატიმრების პირველმა პარტიამ საქართველო ჯერ კიდევ 2014 წლამდე დატოვა.

ციხე - Sputnik საქართველო
საქართველოს ციხეებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა იგეგმება საშუალო რისკის პატიმრებისთვის. ერთი განკუთვნილი იქნება 700 პატიმარზე, ხოლო მეორე – 120-ზე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ ახალი ციხეების მშენებლობა რეფორმის ნაწილია. ბოლო რვა წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში ბევრი ცვლილება განხორციელდა. სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება დაყოფილია მსჯავრდებულთა რისკის კატეგორიის მიხედვით.

ციხეებში გარანტირებულია პაემნების უფლება, მათ შორის ონლაინ, მოქმედებს ციხის მაღაზიები, პატიმრებს აძლევენ შესაძლებლობას, იმუშაონ ან პროფესია შეისწავლონ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ უფასო სამედიცინო დახმარებითა და ბიბლიოთეკებით.

ყველა ახალი ამბავი
0