საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთს ეწვევა

© photo: Sputnik / Stringerლევან იზორია
ლევან იზორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და სომხეთი თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ყოველწლიურ გეგმაზე მოაწერენ ხელს

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხუთსაბათს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ერევანს ეწვევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო თოლორდავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ხელს მოაწერენ საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოველწლიურ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს მაღალი რანგის ორმხრივი სტრატეგიული ვიზიტების გაცვლასა და თანამშრომლობას განათლებისა და მედიცინის სფეროებში“, – განაცხადა თოლორდავამ.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
რებრენდინგი თავდაცვის სამინისტროში

შეთანხმებას ხელს მოაწერენ მინისტრები – ლევან იზორია და დავიდ ტონოიანი.

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა ბოლოს 2016 წლის დეემბერში თბილისში გაიმართა. მაშინ სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარქსიანი იყო.

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბოლო ვიზიტს ერევანში, ბოლოს ეს 2016 წლის თებერვალში განხორციელდა, როდესაც ქართულ უწყებას თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0