კობა დავითაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გადის

რატომ ბრუნდება კობა დავითაშვილი პოლიტიკაში: „ოცნების“ უუნარობა და მოსალოდნელი საფრთხე

231
(განახლებულია 18:49 19.02.2019)
ამ დროისათვის ცნობილია, რომ მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ასევე იბრძოლებენ ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და შემდგომში მისი მოწინააღმდეგე კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და მაისში შუალედურ საპარლამენტო არევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

„ჩემი მიზანი არ არის პარლამენტში მოხვედრა. ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი. მიხეილ სააკაშვილის მობრუნება მიმაჩნია ძალიან დიდ საფრთხედ ქვეყნისთვის, ამიტომ იძულებული ვარ აქტიურად ჩავერთო პოლიტიკაში. დავბრუნდი იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ქართულ ოცნებაში იმ ძალას, რომელიც წინ აღუდგება ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის რევანშს“, — განაცხადა დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ასევე იბრძოლებენ ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი. 

231
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

30
(განახლებულია 10:32 20.01.2021)
ეს იქნება 2021 წელს სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მეთაური მაღალი რანგის ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავს

 

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  20 იანვარს ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან.

კერძოდ, პრეზიდენტი შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის,  ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით,  ასევე დაგეგმილია სხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

 

 

 

30
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს

63
პირველად UNWTO-ს გენერალურ მდივნად პოლოლიკაშვილი 2017 წლის მაისში აირჩიეს, მაშინ მის კანდიდატურას მხარი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. დიპლომატი საქართველოდან, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით დარჩა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

შესაბამისი გადაწყვეტილება მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სხდომაზე მიიღეს.  აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარე  წლის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.

პოლოლიკაშვილს ამ თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევა ერთ-ერთმა პირველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.

„ეს საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებაა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართველთა მაღალი წარმომადგენლობა გლობალურ საკითხებში საქართველოს აქტიურ ჩართულობას ადასტურებს“, - დაწერა  გიორგი გახარიამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს. მაშინ მადრიდში გამართულ სესიაზე მის კანდიდატურას მხარი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კანდიდატი საქართველოდან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე აირჩიეს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) - წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც მდგრადი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: დაიბადა თბილისში 1977 წლის 12 იანვარს. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი მადრიდში მოიპოვა.

2001-2005 წლებში "TBC ბანკში" წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

2006-2009 წლებში ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო, მომდევნო ერთი წელი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

2010 წელს პოლოლიკაშვილი კვლავ "TBC ბანკში" დაბრუნდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

2011-2012 წლებში საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" დირექტორი იყო.

2012 წელს პოლოლიკაშვილი განმეორებით დაინიშნა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და იაპონურ ენებს. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.

63
Forbes-ის ლოგოტიპი

ყველაზე გულუხვი მილიარდერები: Forbes-მა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

0
(განახლებულია 12:56 20.01.2021)
ექსპერტებმა გამოანგარიშეს, რა თანხა გაიღეს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ქველმოქმედებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ყველაზე გულუხვი ამერიკელი მილიარდერების რეიტინგი შეადგინა. გამოცემამ დაითვალა, რა თანხა დახარჯეს მათ ქველმოქმედებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში. შემოწირულობის თანხები 2020 წლის მდგომარეობით გამოითვალეს, კაპიტალი კი — 2021 წლის 14 იანვრის მდგომარეობით.

გამოცემის თანახმად, ყველაზე გულუხვი მედიამაგნატი უორენ ბაფეტი გამოდგა, რომელმაც ქველმოქმედებაზე 42,8 მილიარდი დოლარი გაიღო. ბაფეტის ქონება 88,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის ფინანსებს ძირითადად ჯანდაცვისთვის და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფს. 2010 წელში ბაფეტმა წამოიწყო პროგრამა The Giving Pledge და მოუწოდა ამერიკელ მილიარდერებს, თავიანთი ქონების ნახევარი მაინც შეეტანათ საქველმოქმედო ორგანიზაციებში. თავადაც ბაფეტი ქონების 99%-ის გაღებას აპირებს.

რეიტინგში მეორე ადგილზე განთავსდნენ ბილ და მელინდა გეითსები. მათი ქონება 120.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გეითსების შემოწირულობების საერთო რაოდენობამ 29.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს წყვილმა პირობა დადო, რომ ორი წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 1.75 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილი ჯორჯ სოროსმა დაიკავა, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში 16,6 მილიარდი დოლარი აქვს გაღებული ქველმოქმედებისთვის. ამჟამად მისი ქონება 8,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“ მსოფლიოს 120 ქვეყანაში მოქმედებს და ფოკუსირებულია დემოკრატიასა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვაზე. მხოლოდ 2020 წელს ამ მიმართულებით მან 140 მილიონი დოლარი გამოყო, 1,2 მილიარდი დოლარი კი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ადამიანის უფლებების დასაცავად და ჟურნალისტთა მხარდასაჭერად გადარიცხა. გარდა ამისა, COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან, ჯორჯ სოროსმა 37 მილიონი დოლარი გაიღო შეერთებულ შტატებში არალეგალი მიგრანტების სამედიცინო მომსახურებისთვის.

მეოთხე ადგილზე მოხვდა ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონებასაც ჟურნალი 54,9 მილიარდ დოლარად აფასებს. მისი შემოწირულობების საერთო ოდენობამ 11,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გულუხვი ამერიკელი მილიარდერების ჩამონათვალში მოხვდა Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტიც, რომელმაც ქველმოქმედებაზე 5,83 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო. ამ მაჩვენებლით ის რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე განთვასდა.

რაც შეეხება Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, ის რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს 2,7 მილიარდი დოლარის შემოწირულობით.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა