პრემიერს არ სურს საქართველოში მხოლოდ ელიტური სკოლები იხილოს

© photo: Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლების მიზანია სასკოლო განათლება თანამედროვე რეალობებს შეუსაბამოს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყველა სკოლაში ხარისხიანი განათლების მიღება უნდა იყოს შესაძლებელი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე, სადაც განათლების სისტემის რეფორმის შედეგები შეაჯამეს.

პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი >>

საქართველოში დაიწყო განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა უნარებისა და ცოდნის შეფასების ახალი სისტემა, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში.

„მე ნამდვილად არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ელიტური და პრესტიჟული სკოლები, საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლებს რეგიონებში, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ადამიანური რესურსის, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საარჩევნო ყუთთან - Sputnik საქართველო
რამდენი YES და რამდენი NO? ანუ საგამოცდო ბილეთები საარჩევნო ყუთში?!

პრემიერის თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, მათ ინტეგრაციას სასკოლო სივრცეში. სკოლებში უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ძალადობისგან თავისუფალი გარემო შეიქმნება.

განათლების ახალი სისტემა ნებისმიერი ასაკის ადამიანებს დაეხმარება ახალი პროფესიების დაუფლებაში, განვითარებაში და თვითრეალიზებაში.

„ჩვენ გვაქვს განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო გადავაქციოთ საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, ტრანსპორტის და, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების რეგიონულ ცენტრად“, – განაცხადა ბახტაძემ.

უკვე იდენტიფიცირებულია ის პროფესიები, რომლებშიც დიდი დეფიციტი არსებობს და ამავე დროს იდენტიფიცირებულია ის პროფესიები, რომლებიც უახლოეს მომავალში დასჭირდება ეროვნულ ეკონომიკას, აღნიშნა პრემიერმა.

ქართული დიპლომები, შესაძლოა, ევროპაში აღიარონ >>

მთავრობის მეთაურის თქმით, თანამედროვე ეპოქა, ახალი ტექნოლოგიები და სწრაფად ცვალებადი სამყარო ადამიანებისგან მოითხოვს ახალ, კომპლექსურ უნარ-ჩვევებს, პრაქტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გადამუშავების, აგრეთვე პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარს და ლოგიკურ აზროვნებას. სწორედ ასეთი მიდგომით არის შემუშავებული და ამ მიზნების მიღწევას ემსახურება განათლების ახალი რეფორმა, აღნიშნა ბახტაძემ.

განათლების სისტემაში და მეცნიერების სფეროში ბევრი პრობლემაა და მათი გადაჭრა რადიკალური ცვლილებების გარეშე შეუძლებელია, მიაჩნია პრემიერს.

„ყველაზე მძიმე გამოწვევაა, რომ ეკონომიკური განვითარება, განათლება და მეცნიერება ერთმანეთს დაშორდა“, – აღნიშნა ბახტაძემ და დაამატა, რომ ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისთვის.

პრემიერის თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარება და განათლების რეფორმა შეიძლება ჩაითვალოს ერთ სტრატეგიად, რომელიც ორი კომპონენტს მოიცავს.

გამოცდა - Sputnik საქართველო
მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

მისი თქმით, ამ რეფორმას, როგორც ნებისმიერ ცვლილებას და სიახლეს, ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მაგრამ დაიდება საუკეთესო შედეგები და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისთვის, აღნიშნა ბახტაძემ.

განათლების რეფორმის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვ.

2019 წელს მხოლოდ სასკოლო და სკოლამდელ განათლებაზე გამოიყო 750,5 მლნ ლარი, უმაღლეს განათლებაზე – 167 მლნ ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0