საქართველო სამ ქვეყანაში ელჩებს ცვლის

© Sputnik / Vladimir Umikashviliპრეზიდენტის ახალი რეზიდენცია
პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობამ ელჩების კანდიდატურები პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინა

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეყოლება ახალი ელჩები ლიეტუვაში, თურქმენეთსა და იაპონიაში, იუწყება პირველი არხი.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩოებში კომერციულ ატაშეს დესპანი შეცვლის

ტელეარხის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ორი ელჩის კანდიდატურები პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა.

პირველი აპრილიდან ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ლევან ღვაჩლიანი დაიკავებს. ის ხათუნა სალუქვაძეს შეცვლის, რომელიც ელჩის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს.

15 თებერვლიდან თურქმენეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას მამუკა მურჯიკნელი დაიკავებს. ის გიორგი ყარალაშვილს შეცვლის, რომელიც თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.

პირველი მარტიდან ვაკანტური გახდება იაპონიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა. თანამდებობას ლევან ცინცაძე ტოვებს. თუმცა, მისი შემცვლელის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0