საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო პრემიების გაცემის წესები დაამტკიცა

© FB / MFA of Georgiaსაქართველოს დიასპორის წარმომადგენლების ჯილდოები
საქართველოს დიასპორის წარმომადგენლების ჯილდოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემუშავდა შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას პრემიის და ეროვნული პრემიის გაცემის წესები

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანებულება გამოსცა.

ცილისწამება საქართველოში – დავსაჯოთ თუ არ დავსაჯოთ? >>

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ხუთისა, თითოეული 10 000 ლარის ოდენობით.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისთვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა.

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
უკანონო შემოწირულობები: „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტს ჯარიმა ემუქრება

რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას, ის გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ერთისა, 5 000 ლარის ოდენობით.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების პირობები კი ბრძანებულებაში ასე განისაზღვრა: საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არაუმეტეს ორისა, თითოეული 10 000 ლარის ოდენობით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კადრების შემცირება იგეგმება >>

საქართველოს ეროვნული პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისთვის.

პირს, რომელსაც მიენიჭება საქართველოს ეროვნული პრემია, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით შეიქმნება ცხრაწევრიანი კომისია, რომელსაც პრეზიდენტი დაამტკიცებს.

ყველა ახალი ამბავი
0