საქართველოს მოქალაქეებს ადმინისტრაციულ ჯარიმებს ჩამოაწერენ

© photo: Government of Georgia / FB პრემიერი მამუკა ბახტაძე
პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯარიმები ჩამოეწერება ცალკეული კატეგორიის მოქალაქეებს, პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები საერთო ჯამში 22 მილიონი ლარის ოდენობის დარიცხული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან, პარასკევს ბრიფინგზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

შესაბამისი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ინიციატივა 33 ათას მოქალაქეს შეეხება.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა

„ჩვენი მიზანია, ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლდნენ და გარკვეული შვება მიეცეთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები ძალიან მძიმე ტვირთად აწევთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. გარდა ამისა, მოქალაქეებს დარიცხული საურავებიც ჩამოეწერებათ.

კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე ოთხშაბათს წარადგინეს. შემდგომში ის პარლამენტში დასამტკიცებლად გადაიგზავნება.

ყველა ახალი ამბავი
0