თამაში იწყება – ყველაზე ორიგინალური პარტია ახალ პროექტს იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „გირჩი" სკოლების საკუთარი სისტემის, ასევე თავისი სასამართლო სისტემის შექმნას გეგმავს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყველაზე ორიგინალური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" იწყებს ახალ პროექტს „გირჩი – რევოლუცია", რომელიც პარტიის რეფორმირებას ითვალისწინებს, ნათქვამია პოლიტიკური გაერთიანების Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პარტია ორიგინალური დასახელებით „გირჩი" 2015 წელს შეიქმნა. ის დააარსეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა. პარტიის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 2018 წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილეობა და ამომრჩევლის ხმების 2,26%-ით მეხუთე ადგილი დაიკავა.

„გირჩის“ ოფისი - Sputnik საქართველო
„გირჩი“ განათლების ალტერნატიულ სისტემას შექმნის

პოლიტიკური თამაში ითვალისწინებს პარტიის მომხრეების „გირჩის" ცხოვრებაში მონაწილეობის სტიმულირებას. თვითონ პარტია გამოდის როგორც პოლიტიკური პლატფორმა ადამიანების გაერთიანებისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და მათთვის, ვისაც პოლიტიკური კარიერის დაწყება სურს.

როგორც „გირჩში" განმარტავენ, თამაშში ჩართვისთვის საჭირო არ არის სხვა პარტიებში არსებული ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. საკმარისია რეგისტრაცია პარტიის ვებ-გვერდზე, შემოწირულობის გადახდა და საჯაროდ გაცხადება – რატომ გაკეთდა არჩევანი „გირჩის" სასარგებლოდ.

პარტიის ლიდერები თამაშის ყველა მონაწილისთვის ჩაატარებენ მომზადების კურსებს, გახდიან მათ ცნობადს, შესაძლებლობას მისცემენ, გამოვიდნენ პარტიის სახელით და მხარს დაუჭერენ სხვადასხვა პროექტს.

თამაშის ფარგლებში „გირჩის" წევრები შეეჯიბრებიან ერთმანეთს, მიიღებენ ქულებს აქტიურობისთვის. ეს ქულები შესაძლებლობას იძლევა, ადამიანი გახდეს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და უკვე შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წლის ოქტომბერში პარტიის საარჩევნო სიაში შევიდეს. რაც მეტია ქულა, მით მაღალი ადგილი ექნება მას საარჩევნო სიაში.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
მეკვლეს საფასური: რამდენი გამოიმუშავა ზურაბ ჯაფარიძემ ახალი წლის ღამეს

თამაშის ფარგლებში ორი ახალი პროექტი დაიწყება. „გირჩი", ახალი განათლების პროექტის ფარგლებში, სკოლების სისტემის შექმნას გეგმავს. ასევე აპირებს სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც კერძო დავებით დაკავდება.

„გირჩმა" დაარსების დღიდან მიიპყრო ქართველი ახალგაზრდების ყურადღება არაორდინარული და თამამი იდეებით. 2018 წლის ივლისში „გირჩის" ლიდერებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგეს და მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციას მიაღწიეს.

გარდა ამისა, 2017 წელს „გირჩმა" ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების კამპანია დაიწყო. პარტიამ დაარეგისტრირა ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება" და ახალგაზრდების რელიგიური მსახურის სახით აყვანა დაიწყო. კანონის თანახმად, მღვდელმსახურს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალება. შედეგად, „გირჩის" ამ აქციის გამო, ბოლო მონაცემებით, ხელისუფლებამ ჯარში 4,3 ათასზე მეტი ახალგაზრდა ვერ გაიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0