პარიზი

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა

67
(განახლებულია 16:17 13.01.2019)
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ლევილის სასაფლაოსა და მამულს მოინახულებს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 14-16 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტ ჟერარ ლარშეს და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ რიჩარდ ფერანს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტში.

ირაკლი კობახიძე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს და ფრანგი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ლევილის სასაფლაოსა და მამულს მოინახულებს.

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდება და პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ქართველი სახელმწიფო მოღვაწის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთში გაემგზავრება >>

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ირაკლი კობახიძესთან ერთად საფრანგეთში საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრება, რომლის შემადგენლობაში იქნებიან დეპუტატები სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, ირაკლი აბუსერიძე, დავით სონღულაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.

67
თემები:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (76)