საქართველო ვენესუელის პრეზიდენტის ახალი მანდატის ლეგიტიმურობას არ ცნობს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშინიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ვენესუელის ხელისფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს ქვეყანაში კანონის უზენაესობა

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ცნობს ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მანდატის ლეგიტიმურობას, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთთან დაკავშირებით ვენესუელის გეგმას გმობს>>>

მადუროს ინაუგურაცია ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში ხუთშაბათს გაიმართა, თუმცა, კონსტიტუციის მიხედვით მას ფიცი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) წინაშე უნდა დაედო. ცერემონია იმის გამო გადაიტანეს, რომ ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებულია. კონსტიტუცია ამის უფლებას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მეთაურს პარლამენტის წინ ფიცის დადება არ შეუძლია.

სასტუმროები თბილისში - Biltmore და Radisson - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად აღიარეს

„ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური თბილისი შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული", - ნათქვამია განცხადებაში.

ვენესუელაში პრეზიდენტის არჩევნები 20 მაისს გაიმართა, რომელშიც სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს დაახლოებით 6,2 მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მის ძირითად მოწინააღმდეგე ენრი ფალკონს ოპოზიციური პარტია "პროგრესული ავანგარდიდან" კი 1,9 მილიონმა ადამიანმა. არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობამ 45,99% შეადგინა.

ვენესუელა ერთ-ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, რუსეთის კვალდაკვალ აღიარა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. რუსეთის პოზიციას მხარი დაუჭირა ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, თუმცა, მოგვიანებით ბოლო ორმა სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0