კახი კახიშვილი

კახიშვილი: ინაუგურაციის ჩატარების ადგილი კვლავ უცნობია - განიხილება სამი ქალაქი

154
საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათისთვის ცნობილი იქნება იმ ოფიციალურ პირთა სია, ვინც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად უცხოეთიდან ჩამოვა

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კახი კახიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ლოკაცია განიხილება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კახიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის ჩატარების ადგილი გადაწყვეტილი ჯერჯერობით არ არის და განიხილება თბილისი, თელავი და წინანდალი.

„ინაუგურაცია 16 დეკემბერს ჩატარდება. კომისია განიხილავს რამდენიმე ადგილს. ჯერჯერობით სცენარზე მუშაობა დასრულებული არ არის, შესაბამისად ჩვენ ყოველდღიურად კომისიის ფარგლებში ვისმენთ ინაუგურაციის ჩატარების სცენარს. ინაუგურაციის ჩატარების ადგილი გადაწყვეტილი არ არის. სცენარი განიხილება სამ ლოკაციაზე - თბილისი, თელავი და წინანდალი“, - განაცხადა მთავარობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, იგეგმება, რომ ინაუგურაციის დღეს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში გვირგვინით შეამკობს ილია ჭავჭავაძის საფლავსა და გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალს.

პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარებას საფრთხე ემუქრება? >>

კახიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე დასასწრებად მოსაწვევები გაგეგზავნება ყველას, ვისაც პროტოკოლი ითვალისწინებს,  ანუ საპარლამენტო შემადგენლობას. მოსაწვევები ასევე გაიგზავნება უცხოეთშიც და ორშაბათს ცნობილი იქნება იმ ოფიციალურ პირთა სია, ვინც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად უცხოეთიდან ჩამოვა.

ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარი დაუჭირა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ", არჩევნებზე ხმების 59,5%-ზე მეტი მიიღო.

154
თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური (166)