გიგი წერეთელი და სერგეი ლავროვი

გიგი წერეთელი სერგეი ლავროვს შეხვდა

178
(განახლებულია 17:27 07.12.2018)
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნდობის კრიზისის გადასალახად საპარლამენტო კონტაქტების როლზე ისაუბრეს.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის" გიგი წერეთელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე.

ეუთოს მინისტერიალი მილანში 6-7 დეკემბრის პერიოდში იმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც მონაწილეობს.

„მოხდა აზრთა გაზიარება ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის საერთოევროპული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, ასევე ნდობის კრიზისის გადასალახად და კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის საპარლამენტო კონტაქტების როლზე", – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

Министериал ОБСЕ в Милане
ეუთოს მინისტერიალი მილანში

წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ერთი წლის ვადით ივლისში აირჩიეს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის მერე გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

 

178
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (307)