სალომე ზურაბიშვილი

ვისი ნახვა სურს ზურაბიშვილს თავის ინაუგურაციაზე

161
(განახლებულია 09:41 07.12.2018)
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში თავისი უფლებამოსილებების ძალაში შესვლისთვის ემზადება.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ინაუგურაციაზე სტუმრებს შორის ქალი პრეზიდენტებიც იქნებიან.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ქალაქ თელავში 16 დეკემბერს გაიმართება. ზურაბიშვილმა 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოიგო.

„იმედი მაქვს, რომ ინაუგურაციას ქალი პრეზიდენტები დაესწრებიან", – განაცხადა ზურაბიშვილმა პირველი არხის ეთერში.

რაც შეეხება თავად ცერემონიას, მას სურვილი აქვს, რომ ინაუგურაციაზე ერთდროულად იყოს ქართული ტრადიციული და ევროპული სტილის ელემენტები.

„ჯერ არ მინახავს მონახაზი რა იქნება. ჩემი მოთხოვნა არის სიდინჯე, სისადავე და ევროპულობა", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მოიწვევს თუ არა ინაუგურაციაზე კონკურენტს – „ნაციონალური მოძრაობის" წევრს გრიგოლ ვაშაძეს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელმაც უარი განაცხადა არჩევნების შედეგების აღიარებაზე.

„ინაუგურაციაზე იქნება თუ არა ვაშაძე, დავფიქრდები ამ თემაზე. ხვალ გეტყვით. თუ ინაუგურაციამდე ვიქნები აღიარებული როგორც პრეზიდენტი, ის იქნება დაპატიჟებული ინაუგურაციაზე", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინაუგურაციის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი დაიწყება.

„მე ამ ყველაფრისთვის მზად ვარ. ჩემთვის არ არსებობს პოზიცია და ოპოზიცია. მე ვარ პარტიების ზემოთ როგორც ახალი პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციით. მე, პირველ რიგში, საზოგადოებასთან ვარ ანგარიშვალდებული", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი: ეს იმიტომ, რომ თელავმა ხმა არ მომცა>>

ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარი დაუჭირა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ", არჩევნებზე ხმების 59,5%-ზე მეტი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მან თელავში, სადაც ინაუგურაციის გამართვა გადაწყვიტა, გრიგოლ ვაშაძესთან წააგო.

 

161
თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (242)