სელფი სალომე ზურაბიშვილთან

რა დაუჯდა ამომრჩევლის თითოეული ხმა ზურაბიშვილსა და ვაშაძეს

154
სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლის ხმები მეტი დაუჯდა, ვიდრე მის კონკურენტს საპრეზიდენტო არჩევნებზე

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არჩვენების მეორე ტურისათვის საპრეზიდენტო კანდიდატების - სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის შემოსავლები და ხარჯები დათვალა.

„სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ" – ზურაბიშვილი ოპოზიციას მიმართავს >>

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა, მეორე - 28 ნოემბერს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებგვერდზე მოყვანილი მონაცემების თანახმად, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერდა, ერთ თვეში თავის წინასაარჩევნო კამპანიაზე 5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

ამ პერიოდში ზურაბიშვილის შემოსავლებმა 5,5 მილიონ ლარს გადააჭარბა, აქედან შემოწირულობები 5,4 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ზურაბიშვილის კონკურენტს მეორე ტურში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძეს, მისმა ხარჯებმა საანგარიშო პერიოდში 1,7 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლებმა  - 1,5 მილიონი ლარი. აქედან შემოწირულობების სახით მიღებულია 1 მილიონ ლარზე მეტი.

სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა, გრიგოლ ვაშაძემ კი – 40,48%.

სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში შეიძლება კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრას >>

ამგვარად, ერთი ამომრჩევლის ხმა ზურაბიშვილს დაახლოებით 4,4 ლარი დაუჯდა, ვაშაძეს - 2,2 ლარი.

შედარებისთვის, სახელმწიფომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად დაახლოებით 10,6 მილიონი ლარი გამოყო.

 

154
თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური (168)