გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში

ვინ გახდება ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი

183
ვინ იმუშავებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ცნობილი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს შედგება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში გაიმართება >>

ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილია. მანამდე ის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტების ასოციაციას“ ხელმძღვანელობდა.

სამშაბათს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შერჩევის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და მათი წარდგენა ბრიფინგზე მოხდება.

რაც შეეხება გაბუნიას, ის აქტიურად იყო ჩართული ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის საქმიანობაში.

სახელმწიფო სამსახურში მუშაობა გაბუნიამ 1998 წელს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში დაიწყო.

2000 წლიდან მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „კორძაძე და სვანიძე - ადვოკატები“.

2005-2007 წლებში გაბუნია თბილისის საარბიტრაჟო პალატას ხელმძღვანელობდა.

2005 წლიდან დიმიტრი გაბუნია ხელმძღვანელობს საადვოკატო ბიუროს „გაბუნია და პარტნიორები“, რომელიც გახმაურებული სისხლის საქმეებით იყო დაკავებული.

2009 წელს გაბუნიამ საქართველოში პირველი საადვოკატო სკოლა დააარსა.

საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექვსი წლის ვადით აირჩია. ეს იყო ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო მეთაური პირდაპირი წესით აირჩიეს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც მომავალში საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%.

183
თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური (166)