დავით ზალკანიანი ნატოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო უწყების ცნობით, ნატოს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში კვლავ გაიმართება შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი 2018 წლის 4-5 დეკემბერს  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება. უწყების ცნობით, 4 დეკემბერს  მინისტერიალის ფარგლებში შედგება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

„ასეთ მაღალ დონეზე საქართველოს მონაწილეობით შეხვედრების გამართვა იმის ნათელი დასტურია, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს 5 დეკემბერს დაგეგმილ ჩრდილატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში.  მინისტერიალის პარალელურად, გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმი ნატოს ხომალდებს მასპინძლობს

უწყების ცნობით,  2018 წლის ივლისში ნატოს ბრიუსელის სამიტზე გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინასთან, რომელიც რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მიეძღვნა. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში კვლავ გაიმართება შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0