გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

77
(განახლებულია 16:04 29.11.2018)
პრეზიდენტმა მილოცვასტან ერთად დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრად დაცემაზე ისაუბრა.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილს მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება - დათვლილია ხმები ყველა უბნიდან>>>

არჩევნები საქართველოში, ისევე როგორც უცხოეთში, სადაც  39 ქვეყანაში იყო გახსნილი საარჩევნო უბნები, გუშინ, 28 ნოემბერს ჩატარდა.  კენჭისყრის შედეგებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა (59,56%), რომელსაც მხარს მმართველი გუდი უჭერდა. მისმა კონკურენტმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 40,48% აიღო.

„ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა მოსახლეობას არჩევნებში ჩართულობისთვის  და მაღალი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა.

არჩევნების მეორე ტურის გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში  მონაწილე 25 კანდიდატიდან, ვერცერთმა ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვებისთვის აუცილებელი  50%-ზე მეტი ხმის მიღება.

77
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი –2018 (163)
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში

111
თავის ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეეხო მშვიდობის, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ოთხი საფუძველი, რომელზეც დგას „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“.

გაერო თავის იუბილეს კორონავირუსის პანდემიით შექმნილი სიტუაციის ფონზე აღნიშნავს. წევრი ქვეყნების ლიდერები რიგრიგობით გამოდიოდნენ სიტყვით ვიდეომიმართვების ფორმატში, რომელთა მთავარი გზავნილი იყო მომავლის ხედვა, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში.

პრეზიდენტის თქმით, პირველი საფუძველი არის მშვიდობა.

„მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად „გაყინული“ მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეორე საფუძველია - „სიცოცხლისუნარიანი პლანეტა“.

„ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა... ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია, ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მესამე საფუძველია - „ინკლუზიური და ჯანსაღი საზოგადოება“.

„კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

და მეოთხე საფუძველი, უკიდურესი, მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, არა უკანასკნელი - „განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში“.

„მიუხედავად ინფორმაციის სანდოობის მიმართულებითა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებისა, ინტერნეტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა განათლების, კულტურისა და კრეატიული ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაერო შეიქმნა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და გაძლიერების, თანამშრომლობის განვითარების მიზნით. ის მოწოდებულია წარმოადგენდეს ერების შეთანხმებული მოქმედებების ცენტრს საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. გაეროს წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს, მისი წევრი 193 სახელმწიფოა.

111
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერი

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

61
(განახლებულია 23:06 21.09.2020)
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

61
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ჯაბა კანკავა

ორი ქართველი ფეხბურთელი ყაზახეთის „ტობოლს“ დატოვებს

0
(განახლებულია 13:59 22.09.2020)
ყაზახური „ტობოლის“ ხელმძღვანელობას 34 წლის კანკავასა და 28 წლის კვეკვესკირის ნაცვლად უფრო ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელების მიწვევა სურს

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ორი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი, რომლებიც ყაზახეთის „ტობოლში“ გამოდიან, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებენ. ინფორმაცია ამის თაობაზე ყაზახურ მასმედიაში ვრცელდება.

ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ კლუბში გააგრძელებს>>

ცნობილია, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ უკვე მოამზადა იმ მოთამაშეების სია, რომლებიც კლუბს სეზონის დამთავრების შემდეგ, წლის ბოლოს დატოვებენ. ამ სიაში ბევრი ფეხბურთელი არაა, მაგრამ არის ორივე ქართველი მოთამაშე. 34 წლის კანკავასა და 28 წლის კვეკვესკირის ნაცვლად „ტობოლის“ ხელმძღვანელობას გუნდში უფრო ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელების მიწვევა უნდა.

კანკავა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანია, „ტობოლში 2018 წლის იანვარში ფრანგული „რეიმსიდან“ გადავიდა. ნახევარმცველმა ყაზახურ კლუბში 75 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა.

რაც შეეხება კვეკვესკირს, ის „ტობოლში“ აზერბაიჯანული „გაბალიდან“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ქართველმა ფეხბურთელბა „ტობოლის“ შემადგენლობაში ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.

ყაზახეთის ამჟამინდელ ჩემპიონატში რვა ტურის შემდეგ „ტობოლს“ 13 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი უკავია.

0
თემები:
სპორტის ამბები