მარგველაშვილი: მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი გამოხატავს თავის პოზიციას

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარი სურვილით თქვა უარი მეორე ვადით პრეზიდენტობაზე.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. მინდა, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის 7,26%-ს გადააჭარბა>>>

მარგველაშვილი მთაწმინდის #22 საარჩევნო უბანზე მარტო, მეუღლის გარეშე გამოცხადდა.

„მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი გამოხატავს თავის პოზიციას. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს მივიდნენ საარჩევნო უბანზე, დააფიქსირონ თავისი არჩევანი, გამოიყენონ თავისი ბიულეტენი და  ითამაშონ გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში. დარწმუნებული ვარ ეს აქტიურობა გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში და არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ხმა ევროპულ არჩევანს მისცა

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარი სურვილით თქვა უარი მეორე ვადით პრეზიდენტობაზე.

დღეს საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე - №5 და სალომე ზურაბიშვილი - №48.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი გუნდი „ქართული ოცნება" უჭერს მხარს, 28 ოქტომბერს გამართულული არჩევნების პირველ ტურში ხმების 38,64% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%.

 

ყველა ახალი ამბავი
0