ბილბორდები ზურაბიშვილის გარეშე: რა მოუტანა „ქართულ ოცნებას" ახალმა სტრატეგიამ

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად აქტიურ კამპანიაზე გადავიდა.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საკმაოდ აგრესიულმა წინასაარჩევნო კამპანიამ, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა აქტიური ამომრჩევლის ერთგვარ ყოველდღიურობას საზღვრავს, ხუთშაბათს პოლიტიკური თემების განხილვის მოყვარულები მოულოდნელობისგან ლამის ჩიხში შეიყვანა.

რამდენად აწყობს ოპოზიციის გამარჯვება „ქართულ ოცნებას">>>

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ საქართველოს ქალაქებში ბილბორდები, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში ამ ბილბორდების ფოტოები გაჩნდა, რომლებზეც წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში გამოსახული იყვნენ მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები. გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ არც ერთი მათგანი პრეზიდენტობის კანდიდატი არ არის. პარტია "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ წამოაყენა და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.

თუ მანამდე ბილბორდებზე მხოლოდ ზურაბიშვილის ფოტო იყო გამოსახული, ახალი რეკლამის მიხედვით, კანდიდატი რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილია, ამის მიხვედრა მხოლოდ ბილბორდის ქვედა მარცხენა მხარეს დატანებული წარწერის წაკითხვის შემდეგ არის შესაძლებელი.

დღის მეორე ნახევარში, როდესაც სოციალური ქსელების მომხმარებლები მიხვდნენ, რომ "ქართული ოცნება" ამ გზით ზურაბიშვილის სასარგებლოდ საკუთარი თანამოაზრეების მობილიზებას ცდილობდა, საქმეში იუმორი და ფოტოშოპი ჩაერთო, რასაც უმალ მოჰყვა შესაბამისი აქტიურობა და სასაცილო კომენტარები. 

ცესკო - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებიან, მათ სალომე ზურაბიშვილის ამ ფორმით მხარდაჭერაში უკანონო ვერაფერი ნახეს. ერთადერთი, რაც მათ აღელვებთ – ახალი კამპანიის დაფინანსების საკითხია, რაც, შესაძლოა, კანონის დარღვევით იყოს განხორციელებული.

მოგვიანებით განმარტება თავად "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა.

"ქალაქის ქუჩებში პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა პოლიტიკური ლიდერების ბანერების განთავსება ახალი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში განახლდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებიც და სლოგანიც", – ავრცელებს პარტიის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ვიდრე არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები მომხდარს აფასებდნენ, Facebook-გვერდის მომხმარებელმა ფანტაზიას მოუხმო და ბილბორდების საკუთარი ვერსიები გაავრცელა.

მაგალითად, ზურაბიშვილს მეფე დავით აღმაშენებელი უჭერს მხარს.

საზოგადოებას მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას ცნობილი „ტერმინატორი“ არნოლდ შვარცენეგერი ურჩევს და ა.შ.

 

ყველა ახალი ამბავი
0