ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი

რა უთხრა ილია მეორემ ივანიშვილს: მეუფე შიო შეხვედრის დეტალების შესახებ

196
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შეხვდა

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდობიანი ჩატარების მნიშვნელობა აღნიშნა, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ პირველი არხის ეთერში.

პატრიარქის მიმართვის წერილი „ქართულ ოცნებას“ სიცრუე აღმოჩნდა >>

შაბათს ილია მეორემ უმასპინძლა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებლისა და თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟს ბერას და მის საცოლეს ნანუკა გუდავაძეს და ჯვრისწერის წინ დალოცა ისინი. ახალგაზრდებს მათი მშობლები ახლდნენ.

„ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში თავის შვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით იყო მოსული და პატრიარქმა დალოცა მისი ოჯახი. ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ რა თქვა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, წინასაარჩევნო პროცესი ​ მშვიდობით წარმართონ, რომ ოპონირება თუ კრიტიკა არ გადადიოდეს შეურაცხყოფასა და ცინიკურ დაპირისპირებაში. ამისკენ მოუწოდა მისმა უწმინდესობამაც შეხვედრაზე“, – განაცხადა მეუფე შიომ.

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა, მაგრამ იმის გამო, რომ ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა, მეორე ტური შედგება.

არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო 17 ნოემბრამდე შეაჯამებს. ორი კვირის შემდეგ კი მეორე ტური შედგება, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

196
თემები:
საქართველო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში (30)