გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტს არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

71
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ცხრა ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები გადასცეს ცხრა ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩებმა: ესპანეთისა და მაროკოს სამეფოების, ასევე ტუნისის, ზამბიის, განას, უზბეკეთის, ჰონდურასის, გაიანისა და ლიბანის რესპუბლიკების.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილი: ეს იყო ძალიან კონკურენტული არჩევნები >>

საქართველოში 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა.

არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორ კვირაში დაინიშნება. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს არა უგვიანეს 2 დეკემბრისა აირჩევენ. ეს იქნება უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოქმედების შემდეგ ქვეყანა საპარლამენტო მოდელზე გადავა.

71
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (116)