„ქართულ ოცნებას" პირობები წაუყენეს – დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული მარში" ზურაბიშვილს?

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული მარშის" ერთ-ერთი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მოძრაობა „ქართულმა მარშმა" მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" არჩევნების მეორე ტურში მისი ფავორიტის მხარდაჭერა შესთავაზა, მხოლოდ გარკვეული პირობების შემთხვევაში.

სრული მობილიზაცია - „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება>>>

ის, რომ ზურაბიშვილმა პირველ ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვა და განსაკუთრებით ის, რომ მისმა კონკურენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიღებული ხმების რაოდენობით ლამის გაუსწრო ზურაბიშვილს, „ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელობა აღმოჩნდა.

საპრეზიდენტო არჩევნები 2018. ხმების დათვლა - Sputnik საქართველო
ცესკო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს მიმართავს

სახელმწიფოს პირველმა პირებმა განაცხადეს, რომ საკუთარი ხალხის ხმა გაიგონეს, რომელმაც ამ არჩევნების გზით ხელისუფლებას არსებულ პრობლემებსა და შეცდომებზე მიუთითა. პირველ ეტაპზე, არჩევნების მეორე ტურისთვის მმართველი პარტია საკუთარი რესურსის სრულ მობილიზებას და შემდეგ ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების მუშაობის ხარისხის ამაღლებას გეგმავს.

„თუ თქვენ გსურთ, რომ „ქართულმა მარშმა" და სხვა ეროვნულმა ძალებმა თქვენს კანდიდატს, ქალბატონ ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი, ამისთვის ორი პირობის შესრულებაა საჭირო, რომლებსაც ჩვენ ოფიციალურად წარვადგენთ პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში", – განაცხადა „ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.

ერთ-ერთი მოთხოვნა – სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის მარიხუანის კულტივაცის შესახებ კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევაა.

მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება შემოდგომის დასაწყისში მოახდინა, თუმცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შემდეგ დოკუმენტის განხილვა გადაიდო. მოგვიანებით მმართველი პარტიის ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარიხუანის კულტივაციის წყალობით საქართველოს მილიარდ დოლარზე მეტის მიღება შეუძლია.

„ქართული მარშის" მეორე მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

ტელეკომპანია „იმედი“ - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „იმედი“: ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი...

„37%-იან ხელისუფლებას ქვეყნის მართვა არ შეუძლია და არ შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის (პარლამენტში) ფლობა, ამიტომ მეორე ტურამდე საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა", – განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40 ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა.

პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტური გაიმართება. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, 38,64% მიიღო. ხმების მცირე რაოდენობით ჩამორჩება მას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 37, 73%. ცესკოში სულ პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იყო რეგისტრირებული.

"ქართულმა ოცნებამ" უკვე განაცხადა, რომ ამომრჩეველთან მუშაობას დამოუკიდებლად აპირებს, თუმცა მზად არის გარკვეულ კომპრომისზეც წავიდეს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა ჩატარდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0