ზაზა სარალიძე თავისუფალია

© Sputnik / Alexander Imedashviliზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა სარალიძის ადვოკატის ნესტან სარალიძის განმარტებით, წაყენებული ბრალის ფაქტები დამახინჯებულია, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ზაზა სარალიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, თუმცა, სასამართლო პროცესამდე იგი გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანომ სასამართლო სხდომის გამართვამდე სარალიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიების გამოყენება საჭიროდ არ ჩათვალა, ამიტომ მას საპოლიციო მეთვალყურეობა მოუხსნეს.

ზაზა სარალიძე შსს-დან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს>>>

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

„ბრალს არ ვეთანხმებით, არასწორ ფაქტებს შეიცავს, დამახინჯებულია ფაქტები. საპატიმრო ღონისძიება სასამართლო პროცესამდე მოეხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ პალატის კართან ბადრაგი არ იცავს. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება", - განაცხადა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.

ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ საკუთარი შვილის მკვლელის დადგენისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქციები 10 სექტემბრიდან განაახლა. 26 ოქტომბერს სარალიძე პოლიციელებზე ჯოხით თავდასხმისთვის დააკავეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ცინიზმი და უზნეობა“ – ივანიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარების თაობაზე

სარალიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ინცინდენტის შემდეგ იგი შეუძლოდ გახდა და ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ის საავადმყოფოში რჩება.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის №51 და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის ხორავას ქუჩაზე მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ საგამოძიებო ორგანოები მკვლელების დაფარვაში დაადანაშაულა.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

 

ყველა ახალი ამბავი
0