„არაფერი კატასტროფული" – ივანიშვილი ორი პრემიერის გადადგომის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის მართვის სტილი არ მოეწონა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომა ქვეყნის განვითარების დაჩქარების აუცილებლობით ახსნა.

ივანიშვილი: ყველაფერი მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეიცვლება>>>

„ხელისუფლებაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მოხდა მცირე ცვლილებები და გადაადგილებები. მაგრამ იგი (ხელისუფლება) წინა ხელისუფლებებზე მეტად ეფექტური იქნება. პრემიერებს თუ გავიხსენებთ – კვირიკაშვილს ან ღარიბაშვილს, არც ერთ შემთხვევაში არაფერი კატასტროფული არ მომხდარა. კვირიკაშვილმა პირველი ეტაპი კარგად დაიწყო... მაგრამ ასეთი ტემპები ჩვენ აღარ გვაწყობს. ეფექტური მართვის მსგავსი სტილი ჩვენთვის საკმარისი არაა", – აღნიშნა ივანიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: ზურაბიშვილი - პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაური ორი წელი იყო. 2013 წელს მან აღნიშნულ თანამდებობაზე ივანიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვა. ღარიბაშვილი თანამდებობიდან საზოგადოებისთვის მოულოდნელად 2015 წლის დეკემბერში გადადგა.

კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი 2018 წლის ივნისში დატოვა, როდესაც გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) 2017 წლის კვლევები გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოში ღარიბების რაოდენობა ბოლო ორ წელში 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა. UNICEF-ის ექსპერტებმა ამის მიზეზად ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, უმუშევრობა და სამომხმარებლო ფასების ზრდა დააახელეს.

ამასთან, კვირიკაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება პარტია "ქართული ოცნების" მმართველ გუნდთან გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. მისი სიტყვებით, საუბარი ეხებოდა მისი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას. კვირიკაშვილი მთავრობის სათავეში 2015 წლის დეკემბრიდან ორნახევარი წელი იყო.

დღეისათვის საქართველოს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძეა, რომელიც ქვეყნის მე-13 პრემიერია.

 

ყველა ახალი ამბავი
0