მერაბიშვილი ციხეში მოწამლეს? უცხოური ექსპერტიზის შედეგები ცნობილია

© photo: Vano Merabishvili / FBვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიაში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ექს-პრემიერის სისხლში მძიმე მეტალების კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. უცხოეთში ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები გამორიცხავს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციას, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ექს-პრემიერი მერაბიშვილი საპატიმროში დააბრუნეს>>>

ბოლო პერიოდში პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში რამდენჯერმე გადაიყვანეს. მისი ადვოკატებისა და ოჯახის წევრების მტკიცებით, მერაბიშვილის დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი - შეიძლება მისი ინტოქსიკაციის შედეგი იყოს.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილი: ჩემი შეწყალება საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალზე სარისკოა

ბოლოს მერაბიშვილი კლინიკაში ოქტომბრის დასაწყისში გადაიყვანეს. ეჭვების გამორიცხვის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მძიმე მეტალების შემცველობაზე სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევის უცხოეთში ჩატარების შესახებ. ექს-პრემიერის მასალა გერმანიაში გადაიგზავნა.

„მიღებული პასუხის შედეგად ირკვევა, რომ მეტალისა და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში. ამის შემდეგ, მიღებული პასუხების საფუძველზე 12 ოქტომბერს გაიმართა ტოქსიკოლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნითაც ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ამასთანავე, კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილი: ვიბრძოლებ, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთიანი იყოს

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. სწორედ დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

თუ ვადამდე არ გაათავისუფლეს, მერაბიშვილი 2020 წლის თებერვალში დატოვებს საპატიმროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0