ჯორჯ კენტი საქართველოს პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატებს შეხვდა

© FB / Salome Zourabichviliაშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი და სალომე ზურაბიშვილი
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტობის კანდიდატებმა სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნეს

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი თბილისში პრეზიდენტობის კანდიდატებს სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა და მომავალი არჩევნები განიხილა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში – ბრძოლა წესების გარეშე >>

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. რეგისტრაცია 25-მა კანდიდატმა გაიარა. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ საკუთარი კანდიდატი არ წარუდგენია, თუმცა ის მხარს უჭერს ზურაბიშვილს. მის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე.

„ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნე, თუ რამდენად შემაძრწუნებელია გარემო, რომელიც დღეს არის. პირადი შეურაცხყოფის, ლანძღვისა და დაპირისპირების გარემო ხელს არ უწყობს, რომ ამომრჩეველმა გაიგოს, რაზე უნდა გააკეთოს არჩევანი, რას სთავაზობენ სხვადასხვა კანდიდატები. ვესაუბრე იმაზე, თუ რას ვთავაზობ ჩემს ამომრჩეველს, რა არის ჩემი კამპანიის თემები, როგორ უნდა შემოვიყვანოთ ევროპა საქართველოში თავისი სტანდარტებით, როგორ უნდა დავუახლოვდეთ ევროპას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია

კენტთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც აშშ-ის საელჩოში გაიმართა, ვაშაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო.

„ამერიკულ მხარეს აინტერესებდა ჩვენი პროგრამა, ჩვენი შეხედულება, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რა გეგმები გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ. ჩვენ გვაინტერესებდა, რას ფიქრობს ამერიკული მხარე რეგიონულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო ურთიერთობაზე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე კენტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„არჩევნებთან დაკავშირებული გამოწვევები არსებობს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, რადგან ჩვენ განსხვავებული საარჩევნო სისტემები გაგვაჩნია“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიების დროს ხშირია კონკურენტების დემონიზების შემთხვევები.

სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები 24 ოქტომბერს გაიმართება >>

„ბოლო დღეების განმავლობაში, რაც მოვისმინე, იყო გარკვეული პრობლემები იმ ენის გამოყენებაში, რაც კამპანიაში ხდებოდა. ბოლო სამი წელი უკრაინაში ვმსახურობდი და შემიძლია ვთქვა, რომ იგივე ტრენდი იყო. ხშირი იყო დემონიზების შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს მოღალატეობას აბრალებდნენ და ა.შ.“, - განაცხადა კენტმა.

თბილისი, აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
საარჩევნო სიიდან რვა ათასი გარდაცვლილის გვარი ამოიღეს

მისი თქმით, კანდიდატებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ დადებით თვისებებს და გაითვალისწინონ, რომ „რეალური მოწინააღმდეგე არის სხვა და არა ქართველი“.

კენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში თბილისს პირველად ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში კენტი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და შს მინისტრ გიორგი გახარიას.

საქართველოში ჩამოსვლამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ბაქოში იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0