რა დააბრალეს ერთმანეთს გენშტაბმა და დიმიტრი შაშკინმა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალდებების გამო განმარტებები გააკეთა

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სიცრუე და შეირაღებული ძალების დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა მტკიცებებს, თითქოს ხელისუფლება სამხედროებს არჩევნებში კენჭისყრის უფლებას უზღუდავს.

„ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია >>

მიხეილ სააკაშვილის დროინდელმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2016 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო ნაწილებში სპეცუბნები გააუქმა, რათა სამხედოებმა არჩევნებზე წასვლა და მათ წინააღმდეგ ხმის მიცემა ვერ შეძლონ. საკუთარი პოზიცია კი იმით დაასაბუთა, რომ ხმის მიცემას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სირთულეები ახლავს, რადგან სამხედროები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მსახურობენ.

„სპეცუბნები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა - 2016 წლამდე. მაგრამ ამასთანავე თითქმის ყველა პარტია, ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნული ტიპის უბნებს არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტად, ინსტრუმენტად თვლიდა. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და სპეციალური უბნები გაუქმდა მთელს შეიარაღებულ ძალებში გარდა ავღანეთისა“, - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ.

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
არჩევნების მაჭარი დუღს... ანუ 28 ოქტომბრის მენიუს ასორტიმენტი...

მისი თქმით, ავღანეთში, სადაც სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) 872 ქართველი სამხედრო მონაწილეობს, საარჩევნო უბნების გაუქმების საჭიროება არ არსებობს.

ომიაძემ სიცრუე უწოდა შაშკინის მტკიცებას ქართველი სამშვიდობოების შესახებ. ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ავღანეთში ვადამდელ როტაციას ახორციელებს, რადგან დარწმუნებულია, რომ იქ განთავსებული კონტინგენტი მის ფავორიტს - დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმას არ მისცემს. შაშკინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს ისე დაამთხვიოს, რომ ქართველი სამხედროები არჩევნების პერიოდში თვითმფრინავში ჰაერში იყონ.

„ესეც, რა თქმა უნდა, არის სრული სიცრუე, ვინაიდან გადასროლის წინა მომზადება დასრულებულია და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემის უზრუნველყოფა განხორციელდება ორ ლოკაციაზე, ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ბაზა „მარმარზე“, ხოლო კონტიგენტი, რომელმაც შეასრულა მისია და დაბრუნდება საქართველოში არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე, ამ პერიოდისათვის იქნება შვებულებაში და განახორციელებს თავის უფლებას საცხოვრებელი მისამართების მიხედვით“, - განმარტა ომიაძემ.

ომიაძემ შაშკინის სხვა ბრალდებებსაც უპასუხა. ექს-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება იძენს უსარგებლო იარაღს და უარს ამბობს იმ იარაღზე, რომელსაც პარტნიორი ქვეყნები სთავაზობენ.

იზორია: საქართველო გააგრძელებს იარაღის შესყიდვას >>

ამაზე საპასუხოს ომიაძემ შეახსენა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომ საქართველომ 2015 წელს გააფორმა კონტრაქტი საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვის თაობაზე, რომელიც უკვე საქართველოშია, ასევე ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინის“ შესყიდვის შესახებ. აშშ-ის კონგრესმა საქართველოსთვის 75 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ მიყიდვა 2017 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

„შეგახსენებთ, რომ ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენას სამხედროები მრავალი წლის განმავლობაში ვითხოვდით ყველა ხელისუფლების პირობებში და მათი საჭიროება 2008 წლის მოვლენებმაც გამოაჩინა, შესაბამისად შეიარაღების შეძენის ყველა შემთხვევა შეესაბამება ჩვენს საბრძოლო საჭიროებებს და შესყიდვების გრძელვადიან სტრატეგიას ექვემდებარება. რომელიც ასევე თავსებადია ნატოს სტანდარტებთან“, - ხაზგასმით აღნიშნა ომიაძემ.

საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა ვაზიანში - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე მშპ-ს 2% დაიხარჯება

იმაზე საპასუხოდ, თითქოს ახლანდელმა ხელისუფლებამ სამხედრო პირებს არასამუშაო დროს სამხედრო ფორმით სიარული აუკრძალა, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ეს ბრძანება გამოიცა მაშინ, როდესაც ქვეყანას შაშკინის თანამოაზრეები მართავდნენ, ანუ 2010 წელს.

მეტიც, ომიაძემ შაშკინი იმაში დაადანაშაულა, რომ 2012 წელს, როდესაც ქვეყანა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, ჯარი გადაიყვანეს ყაზარმულ მდგომარეობაზე, რათა სამხედროები აეძულებინათ ხმა იმ დროს მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიეცათ. ხოლო თავდაცვის სამინისტროს იმ დროს სწორედ შაშკინი ხელმძღვანელობდა.

„ქართული ჯარის სიყვარულის მიზანმიმართული დეგრადირება და ოფიცერთა კორპუსის როგორც მორალური ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა სწორედ რომ მისი მინისტრობის დროს 2012 წლის არჩევნების პერიოდში როდესაც მთელი შეიარაღებული ძალები 18 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდა ყაზარმულ მდგომარეობაზე და აქტიურად მიმდინარეობდა ტვინის გამორეცხვა თუ ვისზე უნდა გაეკეთებინათ არჩევანი სამხედროებს“, - განაცხადა ომიაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ დღეს ქართული ჯარი დემოკრატიული საქართველოს ქვაკუთხედს წარმოადგენს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0