არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

93
(განახლებულია 16:08 12.10.2018)
43 ქვეყანას შორის, სადაც საარჩევნო უბნები გაიხსნება, რუსეთი არ არის.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება, რადგან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

არჩევნებთან დაკავშირებით საზღვრებს გარეთ 43 ქვეყანაში სულ 59 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელსაც სურვილი აქვს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს, უნდა დამდგარიყო საკონსულო აღრიცხვაზე ან 7 ოქტომბრამდე ონლაინ-რეგისტრაცია უნდა გაევლო ვებ-გვერდზე geoconsul.gov.ge.

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა, ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს ხმას 25 ოქტომბერს მისცემენ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან 19 პარტიების და ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატია.

 

93
თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (126)

ყველაზე საინტერესო