საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემა 43 ქვეყანაში იქნება შესაძლებელი

© photo: Sputnikარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საკონსულოებში უნდა გაევლოთ რეგისტრაცია.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემა 43 ქვეყნის 59 უბანზე შეუძლიათ, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მეიდანი - Sputnik საქართველო
ცესკომ და შსს-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამომრჩევლებმა ქვეყნის მეთაური 25 კანდიდატს შორის უნდა შეარჩიონ.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობისთვის საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს რეგისტრაცია 8 ოქტომბრამდე უნდა გაევლოთ საქართველოს საკონსულოებსა და საელჩოებში.

ყველაზე მეტი – ექვსი საარჩევნო უბანი გაიხსნება საბერძნეთში, შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი, გერმანია, თურქეთი და უკრაინა – ამ ქვეყნებში სამ–სამი უბანი გაიხსნება.

საარჩევნო კომისიები უცხოეთში უკვე ჩამოყალიბებულია და ისინი უკვე მართავენ პირველ სხდომებს.

ქვეყნები, სადაც საარჩევნო უბნები გაიხსნება:

  1. ავსტრია – 1 უბანი
  2. აზერბაიჯანი – 3
  3. სომხეთი – 1
  4. ბელარუსი – 1
  5. ბელგია – 1
  6. ბულგარეთი – 1
  7. დიდი ბრიტანეთი – 1
  8. უნგრეთი – 1
  9. გერმანია – 3
  10. საბერძნეთი – 6
  11. დანია – 1
  12. ეგვიპტე – 1
  13. ესპანეთი – 2
  14. ირლანდია – 1
  15. ისრაელი – 1
  16. იტალია – 1
  17. იორდანია – 1
  18. კანადა – 1
  19. კვიპროსი – 1
  20. ქუვეითი – 1
  21. ყაზახეთი – 1
  22. კატარი – 1
  23. ჩინეთი – 1
  24. ლატვია – 1
  25. ლიტვა – 1
  26. მოლდოვა – 1
  27. ნიდერლანდები – 1
  28. ნორვეგია – 1
  29. პოლონეთი – 1
  30. პორტუგალია – 1
  31. სლოვაკეთი – 1
  32. აშშ – 3
  33. თურქეთი – 3
  34. უზბეკეთი – 1
  35. უკრაინა – 3
  36. საფრანგეთი – 1
  37. ფინეთი – 1
  38. ჩეხეთი – 1
  39. შვედეთი – 1
  40. შვეიცარია – 1
  41. ესტონეთი – 1
  42. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – 1
  43. იაპონია – 1
ყველა ახალი ამბავი
0