საქართველოს პარლამენტმა შეიძლება „სააკაშვილის რეჟიმი“ დანაშაულებრივად გამოაცხადოს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნება“ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტის განხილვას დათანხმდა.

საქართველოს პარლამენტი „სააკაშვილ–ბოკერიას დანაშულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის განხილვას შეუდგა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მოამზადა.

სააკაშვილს ჰოლანდიაში უჩივლეს: ექსპრეზიდენტი „მოკრძალებულ ფინანსებს“ უფრთხილდება>>>

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობაც აღარ აქვს, კვლავ რჩება მის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგად. აღნიშნული პარტია ამ დრომდე დიდ როლს თამაშობს ქართულ პოლიტიკაში, ყველა გამოკითხვის შედეგებით, იგი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შემდეგ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალაა.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, იგი ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი იყო, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში „რუხ კარდინალსაც“ ეძახდნენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ სააკაშვილთან აზრთა სხვადასხვაობის გამო ბოკერიამ და სხვა ლიდერებმა დატოვეს „ნაცმოძრაობის“ რიგები და საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა საქართველოსთვის“ დააფუძნეს. ამასთან, „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების უმრავლესობა წაიღო და საპარლამენტო უმცირესობა ჩამოაყალიბა. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: მე სააკაშვილზე არ „ჩავიციკლებოდი"

მიუხედავად განხეთქილებისა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ორივე პარტიას ერთ მთლიანობად განიხილავს და ბოლო ორი წელი პარლამენტის ტრიბუნიდან სააკაშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების დასჯას მოითხოვს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რომელშიც ძირითადი ბრძოლა „ნაცმოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძეს, „ევროპული საქართველოს“ წევრ დავით ბაქრაძესა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს შორის გაიმართება, „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში, პარლამენტს ზურაბიშვილის ორი მთავარი მოწინააღმდეგის მამხილებელი რეზოლუციის მიღება შესთავაზა.

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაბამისად, მასზეა დამოკიდებული რეზოლუციის ბედი.

რას გვთავაზობს „პატრიოტთა ალიანსი“

პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტს, ფაქტობრივად კი მმართველ პარტიას სთავაზობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დანაშაულებრივად გამოაცხადოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისროს მიხეილ სააკაშვილს, გიგია ბოკერიას და პარტიებს – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ვიხილავთ

„თუ მათ იმდენი დანაშაული ჩაიდინეს, დაარბიეს იმდენი აქციები, ქუჩებში იმდენი ადამიანი მოკლეს, მაშინ „ნაცმოძრაობა“ დანაშაულებრივი რეჟიმი იყო და იგი უნდა აისახოს პარლამენტის რეზოლუციაში. ჩვენ პროექტში ეს ასახულია და კარგი იქნება, თუ მას მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ინაშვილი არ მალავს, რომ მის პარტიას სწორედ მმართველი პარტიის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს რეზოლუციის განხილვას, მხარს არ დაუჭერს არც ბოკერია, მაგრამ კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ამაში სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს არ დაეხმარება“, – აღნიშნა ინაშვილმა.

მისი სიტყვებით, პარტიამ 300 ათასი მოქალაქის ხელმოწერა უკვე შეაგროვა.

„ხელმოწერის შეგროვების პროცესი მთელ ქვეყანაში მიდის და ეს ნიშნავს, რომ ამის შესახებ არა მარტო ირმა ინაშვილი და „პატრიოტთა ალიანსი“ საუბრობს, არამედ ეს სურვილია 300 ათასი მოქალაქის, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა ინაშვილმა.

და რას იზამს „ქართული ოცნება“

საქართველოს მმართველი პარტია დროს უქმად არ კარგავს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს, თუ როგორ შეასრულებს მთავარი პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისდროინდელი დანაშაულებრივი სისტემის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის რეკომენდაციებს. 

აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
ოდა გულგრილი ამომრჩევლისთვის – რას გვპირდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები

„დღეს ჩვენ პროკურატურიდან შესაბამისი ადამიანი მოვიწვიეთ და ჩვენ მოვისმენთ როგორ სრულდება რეკომენდაციები. ჩვენ გვინდა სურათი მთლიანად დავინახოთ და დღეს დისკუსიას დავიწყებთ“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს.

თუმცა, ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდება თუ შემდეგ, ბესელიას არ დაუკონკრეტებია.

ყველა ახალი ამბავი
0