ბურჯანაძე: რუსეთი ძლიერი და ანგარიშგასაწევი ქვეყანაა

© Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბურჯანაძემ ილუზია უწოდა იმას, რომ ნატო საქართველოსთვის პანაცეაა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. დღევანდელი რუსეთი ძლიერი და სტაბილური ქვეყანაა, რომელსაც ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის პირველი არხის გადაცემაში Большая игра („დიდი თამაში").

ბურჯანაძე გასული კვირიდან რუსეთში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო ევრაზიულ ქალთა მეორე ფორუმში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში 19-21 სექტემბერს გაიმართა. ფორუმის გახსნას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო.

„იყო დრო, როცა საქართველოში მიაჩნდათ, რომ ნატოს წევრობა პანაცეა შეიძლება ყოფილიყო. იყო დრო, როცა მე აქტიური ადვოკატი ვიყავი იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრი გამხდარიყო. ეს სხვა დრო იყო, ეს სხვა მსოფლიო იყო, და მაშინ, საშინელი 90-იანი წლების რუსეთი სრულიად სხვა ქვეყანა იყო, არც თუ სტაბილური. საქართველო სტაბილურობას მხოლოდ ნატოსა და დასავლეთის ქოლგის ქვეშ ხედავდა. და, მართლაც, იყო ილუზია, რომ დასავლეთი დაგვეხმარებოდა. გარკვეულ პერიოდში ამგვარი ილუზია ყველას ჰქონდა", – განაცხადა ბურჯანაძემ.

მამუკა ბახტაძე გაეროში - Sputnik საქართველო
ბახტაძემ გაეროს წევრებს საქართველოს მშვიდობიანი ინიციატივა გააცნო

მისი თქმით, ამჟამად სულ სხვაგვარი სიტუაციაა.

„პირველ რიგში, რუსეთს, რომელიც პუტინმა ნამდვილად დააყენა ფეხზე და ძლიერ და სტაბილურ ქვეყნად აქცია, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო, ყველამ უნდა გაუწიოს და, მით უფრო, პატარა მეზობლებმა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს უნდა დაემორჩილოს. და ამას არც ითხოვს ვინმე, ყოველ შემთხვევაში, მაღალ და პროფესიულ დონეზე", – თქვა ბურჯანაძემ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. „ქართულო ოცნების" წარმომადგენლებმა, რომლებიც ძალაუფლებაში 2012 წელს გამართული არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს, თუმცა არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0