„ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშულა

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მომხრეთა სიებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელმოწერასა და ფიქტიური საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციაზე კომენტარი გააკეთა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში პროვოკაციების მომზადებასა და ვითარების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.

რამდენი უმუშევარია პრეზიდენტობის კანდიდატების სიაში>>>

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია აქტიური ფაზაში შევიდა – კენჭისყრამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 25-მა კანდიდატმა გაიარა.

„ჩვენი ოპონენტები ისეთ კამპანიას ატარებენ, რომელიც იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პირად შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზეა აგებული. ამის მიზანი ხელოვნურად დესტაბილიზაციის გამოწვევაა, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ ფონზე აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს და რომელიც არ უნდა ემსახურებოდეს სუბიექტურად არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა კანდიდატების მომხრეთა სიების გაყალბების ფაქტებზე, რომლებიც ცესკოს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს. 

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„სრული უმსგავსობა!" – პრემიერის რეაქცია ხელმოწერის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით

გასულ კვირაში ვნებათაღელვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატის მომხრეთა სიებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სახელი და გვარი და ხელმოწერა იყო მითითებული.

„ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო მომხრეების გაყალბებულ სიებზე. ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია. ისინი პატივს არ სცემენ არც საკუთარ ამომრჩეველს, არც სხვის ამომრჩეველს. სწორედ ამიტომ მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაყალბებული სიები მიიტანეს, რაც ყველა დანარჩენთან ერთად სისხლის სამართლის დანაშაულია“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცესკოს ინფორმაციით, ბახტაძის გვარი პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატების – რეჟისორისა და მწერლის მიხეილ ანთაძის („სახელმწიფო ხალხისთვის"), საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ზვიად ბაღდავაძისა („სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო") და ზვიად მეხატიშვილის („ქრისტიან-კონსერვატიული პარტია") მომხრეთა სიებში მოხვდა. 

საქართველოს პრეზიდენტის ხმის მიცემა 40 ქვეყანაში იქნება შესაძლებელი>>>

ეს პარტიები შედიან გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია", რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნა. მათ ჰყავთ ერთიანი კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე. პრემიერის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.  

აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
ოდა გულგრილი ამომრჩევლისთვის – რას გვპირდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები

„როგორც თქვენთვის ცნობილია, შექმნილი და დარეგისტრირებულია ფიქტიური საარჩევნო სუბიექტები და ამ ფიქტიური საარჩევნო სუბიექტების დახმარებით „ნაცმოძრაობა“ საარჩევნო ადმინისტრაციიდან დამატებით დაფინანსებას იღებს. ისინი ასევე დამატებით იღებენ უფასო საეთერო დროს. რა თქმა უნდა, ეს არის მანიპულირება და პრობლემა საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. არჩეული კანდიდატი სახელმწიფოს, ხუთი წლის ნაცვლად, ექვსი წლით ჩაუდგება სათავეში. აღნიშნული არჩევნები პრეზიდენტის პირდაპირი ბოლო არჩევნები იქნება, მომავალში სახელმწიფო მეთაურს ხმოსნები აირჩევენ. 

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელა და მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს, დეპუტატსა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0