„სრული უმსგავსობა!" – პრემიერის რეაქცია ხელმოწერის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით

© FB / Mamuka Bakhtadzeპრემიერი მამუკა ბახტაძე
პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარი პროკურატურა არკვევს, თუ როგორ მოხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა ოპოზიციის მომხრეთა სიაში.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კომენტარით გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მისი ხელმოწერა პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების მომხრეთა სიაში აღმოჩნდა.

საუბარია რეჟისორისა და მწერლის მიხეილ ანთაძის („სახელმწიფო ხალხისთვის"), საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ზვიად ბაღდავაძისა („სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო") და ზვიად მეხატიშვილის („ქრისტიან-კონსერვატიული პარტია") მომხრეთა სიებზე.

ეს პარტიები შედიან გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია", რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნა. მათ ჰყავთ ერთიანი კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რასაც სჩადიოდა მაშინ, როცა იყო ხელისუფლებაში. ეს არის სრული უმსგავსობა, უპასუხისმგებლობა! სიტყვებიც კი არ მყოფნის, რომ ამას სახელი დავარქვა", - განუცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

ცესკო - Sputnik საქართველო
„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“: ცესკო ამომრჩევლებს მიმართავს

„ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა მომხდარს შავი პიარის ნაწილი უწოდა. მან ტელეკომპანიასთან Imedi ინტერვიუში განაცხადა, რომ ცესკომ დეტალურად შეისწავლა სიები და არანაირი ხარვეზი არ აღმოუჩენია.

„უფრო მეტიც, კანონმდებლობის თანახმად, ხელმოწერები დაილუქა. იმის გათვალისწინებით, რომ მათში პირადი მონაცემებია, მათზე წვდომის უფლება არავის აქვს. როგორ გამოვიდა ეს ინფორმაცია გარეთ და საქმე ფეიკთან ხომ არ გვაქვს – ამის შესწავლა აუცილებელია“, – აღნიშნა მან.

პრემიერის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს. გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ყალბი დოკუმენტების, ბეჭდების, შტამპების ან ბლანკების დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე პატიმრობით.

ამ დროისთვის ცესკომ პრეზიდენტობის 19 კანდიდატი დაარეგისტრირა. კანდიდატების საბოლოო სია 28 სექტემბერს იქნება ცნობილი, ხოლო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0