ბახტაძე გაეროს გენასამბლეის 73–ე სესიაზე სიტყვით გამოვა

© Sputnik / Levan Avlabreliპრემიერი მამუკა ბახტაძე
პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებს ქვეყნის პრობლემებზე ესაუბრება.

თბილისი, 13 სექტემბერი – sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კვირას აშშ–ში გაემგზავრება, სადაც გამართავს რიგ შეხვედრებს და სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

„იგეგმება შეხვედრები ჩვენ კოლეგებთან, მეგობრებთან. ბუნებრივია, საუბარი გვექნება იმ ყველაზე მწვავე გამოწვევებზე, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც იქნება განხილული“, – განაცხადა ბახტაძემ.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქის გათავისუფლებაზე სასამართლომ უარი თქვა

მან განსაკუთრებით აღნიშნა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის მნიშვნელობა.

„ეს არის ის ტრიბუნა, რომელიც საშუალებას იძლევა, მთელი მსოფლიოს გასაგონად დავსვათ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხები. აქაც გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის მედიასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ამ ვიზიტისგან ველოდებით მნიშვნელოვან შედეგებს, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს", – აღნიშნა ბახტაძემ.

საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მეთაური აშშ-ს ოფიციალური ვიზიტით ბოლოს მაისის ბოლოს სტუმრობდა ფინანსთა მინისტრის რანგში. მაშინ ამ თანამდებობას გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა. კვირიკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტი საქართველო–აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის ფარგლებში ჩატარდა. პრემიერმა მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან, ვიცე–პრეზიდენტ მაიკ პენსთან, კონგრესმენებთან და სენატორებთან.

ყველა ახალი ამბავი
0