რა სჭირდებათ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტის ასარჩევად

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი
საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საგარეო საქმეთა სამინსიტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს

„იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, ასევე არა აქვთ გავლილი რეგისტრაცია საზღვარგარეთ, საარჩევნო მიზნებისთვის, საშუალება აქვთ, 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში  ან\და გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში“, — აღნიშნულია საკონსულოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას, ხოლო საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე არის მოცემული.

ემიგრანტებს საქართველოში უფასო ადვოკატები მოემსახურებიან >>

სამინისტრო აქვე ახსენებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩეველს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოს მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის  მოწმობა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 28 ნოემბერს გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0