საქართველოს უშიშროების საბჭომ შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გამოწერა
პრეზიდენტთან არსებულმა ეროვნული უშიშროების საბჭომ, სავარაუდოდ, ბოლო სხდომა გამართა

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2019 წელს არ შეიცვლება — ისევ 37 000 ადამიანს შეადგენს, ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ჰოჰენფელსის“ ანალოგი — საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა >>

შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე. უშიშროების საბჭო შეიარაღებული ძალების რაოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს. ამასთან აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტმა 31 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
ხვალიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა იწყება

„ეს იყო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის დადგენა, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია, შეიარაღებული ძალების რაოდენობა რჩება უცვლელი – 37 000-ის ოდენობით. ასევე, განვიხილეთ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის განათლებისა და რეზერვის სისტემის განვითარების მიმართულებით“, — განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში. საკონტრაქტო სამსახური სავალდებულოა, ხოლო სავალდებულო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ ხდება.

რაქვიაშვილის ინფორმაციით, უშიშროების საბჭო, სავარაუდოდ, უკანასკნელად შეიკრიბა. საქართველოს განახლებული კონსტიტუციის თანახმად, ეს სტრუქტურა უქმდება. მას პრეზიდენტთან არსებული ეროვნული თავდაცვის საბჭო შეცვლის, რომელიც მხოლოდ სამხედრო მდგომარეობის დროს შეიკრიბება.


ყველა ახალი ამბავი
0