პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო ნომრები მიანიჭეს

გამოწერა
ამ დროისათვის პრეზიდენტობის 8 კანდიდატმა რეგისტრაცია უკვე გაიარა

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

კენჭისყრაში მონაწილეობა ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ და 25-მა საინიციატივო ჯგუფმა მიიღო.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი სალომე ზურაბიშვილს მიენიჭა ნომერი  – 48, დავით უსუფაშვილს – 25, კახა კუკავას – 21, ზურაბ ჯაფარიძეს – 36, გიორგი შენგელაიას – 43, გიორგი ანდრიაძეს კი  – 51.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
მმართველი პარტია არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად ყველა რესურსს გამოიყენებს

აქედან 10-მა პოლიტიკურმა პარტიამ ძველი ნომრების შენარჩუნება მოითხოვა, რადგან კანონმდებლობის თანახმად, პარტიებს, რომლებმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მიიღეს მონაწილოება, უფლება აქვთ მოითხოვონ ამ არჩევნებზეც ის რიგითი ნომერი, რომლითაც მათ წინა არჩევნებზე მიიღეს მონაწილეობა. ხოლო ბლოკის შემთხვევაში, ბლოკის  ნომრის აღების უფლება ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველ ადგილას დასახელებულ პარტიას აქვს. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შალვა ნათელაშვილმა დაიტოვა ნომერი  – 10, დავით ბაქრაძემ —2, გრიგოლ ვაშაძემ – 5, აკაკი ასათიანმა კი  — 18.

ყველაზე ამბიციურები მსოფლიოში – საქართველო ახალი რეალობის წინაშე >>

ცესკოში ამ ეტაპზე სულ 46 განაცხადია შესული, მათგან 26 —საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 — პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია. პრეზიდენტობის რვა კანდიდატმა რეგისტრაცია უკვე გაიარა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმაც. საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

 


ყველა ახალი ამბავი
0