ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა

გამოწერა
ამ დროისთვის ცესკო-ში პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატია რეგისტირებული

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სახელზე ცესკო-ში 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია.

ოპერატორი ტელეკამერით ხელში - Sputnik საქართველო
თამბაქო, არჩევნები და Iberia TV - მილიონიანი დავალიანება საბედისწერო შეიძლება გახდეს

უწყების ინფორმაციით, დღეიდან 10 დღის ვადაში კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, რეგისტრაცია კი 28 სექტემბერს დასრულდება.

რეგისტრაციის გასავლელად კანდიდატებმა ცესკოში სულ მცირე 25 923 მომხრის ხელმოწერა უნდა წარადგინონ.

ამ დროისთვის  ცესკოში პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატია რეგისტირებული: მიხეილ გელა სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”; ზვიად ბაღდავაძე –  „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო”; შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”; დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; გრიგოლ ვაშაძე  – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ირაკლი გორგაძე – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატი უნდა იყოს 35 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პარტია ან საინიციატივო ჯგუფი წარადგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0