საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანთან ურთიერთობების შესახებ

© FB / Mamuka Bakhtadzeილჰამ ალიევი და მამუკა ბახტაძე
ილჰამ ალიევი და მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქოში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik.  საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებსაც ურთიერთობების შემდგომი განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ, განაცხადა საქართელოს მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე.

ბაქოში ვიზიტი ბახტაძისთვის მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოს პრემიერ–მინისტრის რანგში. პირველი ვიზიტით პრემიერი ბრიუსელში ივლისში იმყოფებოდა.

„საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს დიდი მიღწევაა. ჩვენთვის ხალხებს შორის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში  სამაგალითოა“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

სამხედრო სწავლება ვაზიანში - Sputnik საქართველო
საქართველოში 1 სექტემბერს კიდევ ერთი სამხედრო სწავლება დაიწყება

მისი სიტყვებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს საერთაშორისო და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. 

„ჩვენ ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს რეგიონული პროექტების ნაწილში ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ბევრი სხვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მხრივ პოტენციალი კიდევ ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ძალისხმევის შედეგად, რეგიონული პროექტების პოტენციალს კიდევ უფრო უკეთ ავითვისებთ“, – განაცხადა  ბახტაძემ. 

პრემიერმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა ხაზგასმით აღნიშნა.

„წელს მოლოდინია, რომ ის (სავაჭრო ბრუნვა) მილიარდს მიუახლოვდება, მაგრამ ვფიქრობ, ესეც არ არის პოტენციალის სრულფასოვანი ათვისება. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ორ წელიწადში ორმხრივი თანამშრომლობის შემთხვევაში  დიდი დაბრკოლების გარეშე შეგვიძლია ეს  ბრუნვა 50-60%-ით გავზარდოთ“, – აღნიშნა ბახტაძემ. 

ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
ზურაბ პატარაძე დიპლომატიურ სამსახურს დაუბრუნდა

საქართველოს პრემიერმა ქვეყნებს შორის კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში ურთიერთობას ნაყოფიერი უწოდა.

„ძალიან მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანელი ტურისტები და ინვესტორები საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი მიზნის მიღწევას შევძლებთ",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

 „საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ. სატრანსპორტო სფეროში ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს ევროპისა და აზიის მასშტაბით დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ამ პროექტების რეალიზაციაში საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი თანამშრომლობენ“, – განაცხადა ალიევმა.

მისი სიტყვებით, სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიმართულებით ქვეყნებმა  დამატებითი ძალისხმევა უნდა განახორციელონ.

 „ვიცი, რომ საქართველოში ძალზე კარგი საინვესტიციო კლიმატია. მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანი ინვესტიციების გაცვლის კუთხით საქართველოსთვის პირველი ქვეყანაა“, – აღნიშნა ალიევმა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ ნოვრუზ მამედოვთან და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კუთხით. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია — მიმდინარე წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 882 მილიონ დოლარი შეადგინა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0