რომელი ობიექტები შეიტანეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში

© Sputnik / Alexander Imedashviliსამთავრობო ადმინისტრაცია
სამთავრობო ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩამონათვალში სულ 6 ობიექტი შევიდა

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ  განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა დაამტკიცა.

საქართველოს მთვარობის დადგენილება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა. 

დადგენილების თანახმად: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს მიეკუთვნებიან:

საქართველოს პირველი კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
საქართველოში კონსტიტუციის პირველი გამოცემა იბეჭდება

1.სააერნაოსნო მომსახურება და მასთან დაკავშირებული ობიექტები.

2. საქართველოს ტელერადიოცენტრის ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის სახელმწიფო ქსელების ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სატელევიზიო სატელეკომუნიკაციო ანძები.

3. რკინიგზა და მეტროპოლიტენი.

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულებები, პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების ადმინისტრაციული შენობები.

5. საქართველოს ფოსტის ინფრასტრუქტურა: სერვისცენტრები, გზავნილების დამუშავების (გაცვლის) ცენტრები.

6. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიწისქვეშა გეოფიზიკური ლაბორატორია.

განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს განეკუთვნება ის ობიექტები (შენობა-ნაგებობები), რომლებიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით ზეგავლენას ახდენენ ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ტერიტორიულ-სივრცით მოწყობაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ეკონომიკაზე, გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე.


ყველა ახალი ამბავი
0