დავით უსუფაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 - ოპოზიციის ახალი ალიანსი

167
(განახლებულია 19:52 10.08.2018)
უსუფაშვილის მხარდამჭერები არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გასავლელად ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის განაცხადი შეიტანა, იუწყება Новости-Грузия ცესკოზე დაყრდნობით.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. არჩეული კანდიდატი ქვეყანას 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

უსუფაშვილის კანდიდატურა პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ წარადგინა. ამ პარტიის გარდა, „შენების მოძრაობის“ წევრის, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, უსუფაშვილის კანდიდატურას მხარს „ეროვნული ფორუმიც“ უჭერს.

„საარჩევნო კამპანიაში ჩართულნი არიან ოსეთი პარტიები, როგორიცაა „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“ და „შენების მოძრაობა“ და ცალკეული პირები. ჩვენ დღეიდან დავიწყებთ კანონით გათვალისწინებული ხელმოწერების შეგროვებას“, — განაცხადა შერგელაშვილმა პირველი არხის ეთერში.

ცესკოში რეგისტრაციის გასავლელად უსუფაშვილმა 25 900 მომხრის ხელმოწერა უნდა წარადგინოს.

უსუფაშვილისთვის ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. მან კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი განაცხადა.

ცესკომ საარჩევნო უბნებზე ახალი აკრძალვები დააწესა >>

უსუფაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. არასამთავრობო ორგანიზაციიდან წასვლის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „რესპუბლიკურ პარტიას". 2016 წელს მან დატოვა პარტია და ერთი წლის შემდეგ შექმნა ახალი პარტია — „შენების მოძრაობა“. მისმა პარტიამ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში 0,76%  მიიღო.


167
თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (242)