„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ზურაბ ჯაფარიძეც მიიღებს

85
(განახლებულია 23:52 07.08.2018)
ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ცუდი არ იქნება ივანიშვილმა მხარი მას დაუჭიროს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას,  როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ისე მიიღებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

„მე მგონია, რომ „გირჩი“ მაინც ჩემთან არის აფილირებული და ამას ვერავინ ჩამომხსნის, მაგრამ ოფიციალურად ცესკო არ გვაძლევს მაგის  უფლებას“, — აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, კანონში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც კანდიდატი პარტიის სახელით კენჭს ვერ იყრის, თუ პარტია წინა არჩევნებზე რეგისტრირებული არ იყო. 

„ვინაიდან „გირჩს“ არ მიუღია წინა არჩევნებში მონაწილეობა, გვეუბნებიან, რომ კანდიდატს ვერ დავაყენებთ. დამოუკიდებელი კანდიდატი ვიქნები, რომელსაც საინიციატივო ჯგუფი წარადგენს“, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ

ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ცუდი არ იქნება, ივანიშვილმა მხარი მას დაუჭიროს.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს ჩატარდება.

ცესკომ ოფიციალურად წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა >>

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ამ დროისთვის 14-მა კანდიდატმა გამოთქვა. რვა მათგანმა ცესკო-ს ოფიციალური განაცხადით უკვე მიმართა. განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდება, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატთა საბოლოო სია 28 სექტემბერს იქნება ცნობილი.


85
თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (123)