ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები თბილისში
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირმა საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის ათ წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა სოხუმის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაიშალა

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ევროპის კავშირი მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტების მშვიადობიან მოგვარებას, ნათქვამია ევროკავშირის ვებგვერდზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთა სახელით განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოში 7 აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს — ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყების დღეს იხსენებენ. დღეს დილიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა საფლავები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყვავილებით შეამკეს. პრეზიდენტის სასახლეზე ქართული სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

მრგვალი მაგიდა - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგება მშვიდობიანად

„ევროპის კავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგავრებისადმი ძლიერია ისე, როგორც არასდროს. ევროპის კავშირი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", — აღნიშნულია განცხადებაში.

აგვისტოს ომისა და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და ასევე პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს. მისიის მთავარი ამოცანაა კონფლიქტის შესაძლო გამეორების აღკვეთა, ასევე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების აღდგენა.

„სოხუმის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაიშალა">>

„ევროპის კავშირი კვლავ ადასტურებს, რომ ემხრობა საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ასევე მონაწილეობას პროცესში, მათ შორის თანათავმჯდომარეობას ჟენევის დისკუსიებში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის (საქართველოში) ძალისხმევასა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფნის გაგრძელებას", — აღნიშნულია დოკუმენტში.

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს იმ დროს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების მშვიდობიანი ინიციატივის — „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შესახებ განაცხადა, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებას ისახავს მიზნად. ინიციატივა ითვალისწინებს თანამემამულეებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ, იმ პირობების შეთავაზებას, რომელიც ქართულმა მხარემ რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიიღო.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„უალტერნატივო შეთავაზება" – საქართველოს პრემიერმა აფხაზებს მიმართა

ამ ინიციატივას ბრიუსელში დადებითად აფასებენ.

„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის წინადადებებს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილურობის კუთხით. საქართველოს ორი მოწყვეტილი რეგიონის დაახლოებისკენ მიმართული მსგავსი წინადადებები ევროკავშირის პოლიტიკას შეესატყვისება", — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, ასევე ჩაატარა რეფორმები კანონის უზენაესობის გზაზე. ქვეყანაში ვითარდება ეკონომიკა და არის მნიშვნელოვანი ადგილი პირდაპირი ინვესტიციებისთვის.

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ. 2017 წლის 28 მარტიდან ერვოკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.

ყველა ახალი ამბავი
0