პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში

„ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება

42
საქართველოს მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, უპარტიო კანდიდატს დაუჭერს მხარს

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დაასახელებს, თუმცა, დაეხმარება დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დაახლოებით ერთი სააათის წინ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა პარლამენტის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

42
თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (65)