„ისლამური სახელმწიფოს დროშები და იარაღი

არეშიძე: ტერორიზმი საფრთხეა მთელი კავკასიისთვის

115
(განახლებულია 16:44 06.08.2018)
ექსპერტმა მამუკა არეშიძემ აღნიშნა, რომ ტერორიზმის საფრთხის გამო ყურადღებით უნდა იყვნენ სპეცსამსახურებიც, მესაზღვრეებიცა და ქვეყნის მოსახლეობაც

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ტერორიზმის საფრთხეა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის, განუცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „Sputnik-საქართველოს".

ტელეკომპანია Palitranews-მა ორშაბათს გაავრცელა თითქოსდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ქართული დაჯგუფების მიერ გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეორგოლი. ვიდეოს ტექსტის თანახმად, ტერორისტები შურისძიებას აპირებენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მათი ძმების მოკვლისთვის. საუბარია სპეცოპერაციებზე 2012 წელს ლაფანყურის ხეობაში და 2017 წელს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე.

„ტერორიზმის საქმე — ექვსივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს">>

„რა თქმა უნდა, ტერორიზმის საფრთხე საქართველოსთვის არის. ის არის მთელი კავკასიისთვის. პოლიტიკური ისლამი უკან არ დაიხევს. ის იქნება ყველა იმ რეგიონში, სადაც საჭიროდ მიიჩნევს ყოფნას, მაგრამ სხვადასხვანაირად", — განაცხადა არეშიძემ.

იმის მაგალითი, რომ ტერორიზმი მთელ რეგიონს ემუქრება, არეულობაა აზერბაიჯანის განჯაში 2018 წლის ივლისში. მაშინ თავდასხმა მოხდა განჯის ლიდერ ელმარ ველიევზე, მოგვიანებით კი რადიკალური რელიგიური მიმართულებების 150-200 პირისგან შემდგარმა ჯგუფმა მოედანზე არეულობები მოაწყო. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. შედეგად დაიღუპა პოლიციის ორი ოფიცერი.

„მაგალითად, გასულ თვეში ექსცესები მოხდა აზერბაიჯანში. იქ განჯის მერს დაესხნენ თავს, მოკლულია ორი მაღალჩინოსანი პოლიციელი და ა. შ. მართალია, იქ შიიტი ფუნდამენტალისტები იყვნენ, მაგრამ ისლამისტები ისლამისტები არიან, მნიშვნელობა არა აქვს, რა მიმართულებას ემხრობიან ისინი", — დასძინა არეშიძემ.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში სპეცსამსახურები, ასევე მესაზღვრეები ძალზე ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა ქვეყანაში რაიმე ექსცესი არ მოხდეს.

„აქ მოდუნება არ გამოდის. ვფიქრობ ქართული სპეცსამსახურებიც, ქართველი მესაზღვრეებიც ფხიზლად უნდა იყვნენ. მაგრამ, მთავარია, ფხიზლად იყოს თავად საზოგადოება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს საფრთხე მთელ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოსაც ემუქრება", — განაცხადა არეშიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუკ-ი) 2017 წლის მონაცემებით, სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციაში იბრძვის საქართველოს 30 მოქალაქე — ეთნიკურად ქართველები და ქისტები პანკისის ხეობიდან. ერთ-ერთი იყო თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ-უმარ აშ-შიშანი, რომელიც 2016 წელს ერაყში ბრძოლებში დაიღუპა.

არეშიძე მიიჩნევს, რომ ტერორისტები ახლო აღმოსავლეთში მარცხდებიან, მაგრამ მაინც წარმოადგენენ საფრთხეს, განსაკუთრებით კი ის დაჯგუფებები, რომლებიც ეთნიკური ქათველებისგან არ შედგებიან.

„მოკლული სარალიძის მამა — „ჩემი თავიდან მოშორება უნდათ">>

„საერთოდ, თუ ქართულ დაჯგუფებაზე ვისაუბვრებთ „ისლამურ ხალიფატში", ის იქ არაფერს წყვეტს. სხვა საქმეა, როდესაც არიან საქართველოს სხვა ეროვნების მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ გარკვეული გავლენა, აი, თავად ეთნიკურად ქართული დაჯგუფება კი იქ არაფერს წყვეტს", — განაცხადა არეშიძემ.

სუკ-მა ორშაბათს განაცხადა, რომ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა პანკისელი მალხაზ ტოხოსაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ისლამისტების საქართველოს მიმართ მუქარა ტოხოსაშვილის დაკავებას უკავშირდებოდეს.

„მისი (ტოხოსაშვილის) დაკავება შეიძლება ასევე უკავშირდებოდეს ამ ვიდეოს. ეს კაცი ეთნიკურად ქისტია, მართალია, პანკისის ხეობაში არ ცხოვრობს, ის თბილისელია. მარტო ის არ არის დაკავებული. სხვებიც არიან. და მათ ბრალად ედებათ ის, რომ იარაღის სამალავი აღმოაჩნდათ", — განაცხადა არეშიძემ.

რაც შეეხება ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ლაფანყურში (თელავის რაიონი), მაშინ ლიკვიდირებული იყვნენ ბანდფორმირების წევრები, რომლებმაც სოფელ ლაფანყურის მცხოვრებნი მძევლად აიყვანეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდე შსს-მ განაცხადა, რომ მძევლები გათავისუფლებული არიან, 12 ბოევიკი — ლიკვიდირებული და ასევე სპეცსამსახურის სამი თანამშრომელი — დაღუპული.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სპეცოპერაციის დეტალების გამოძიება ხელახლა დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ საქმე შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცეს, ხოლო დეტალები გაასაიდუმლოეს.

ლაფანყურის სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს ცნობილი ტერორისტი ახმედ ჩატაევი. ის ახალი ხეისუფლების მოსვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

ჩატაევმა საქართველო 2014 წელს დატოვა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა. 2015 წელს, გაეროს გადაწყვეტილებით, ჩატაევი ტერორისტად აღიარეს.

ჩატაევი თანამზრახველებთან ერთად საქართველოში 2017 წელს დაბრუნდა. თბილისში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ჩატაევმა თავი აიფეთქა, ლიკვიდირებული იყო ორი — იბრაჰიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტაჰმადოვი.

115
თემები:
კრიმინალი საქართველოში (857)