დონალდ ტრამპი

პრეზიდენტების პირველი შეხვედრა - ტრამპისა და მარგველაშვილის მოლაპარაკებები ბრიუსელში

101
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტთან ხანმოკლე შეხვედრა გამართა

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტრამპმა ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში ბრიუსელში მოლაპარაკებები გამართეს, ნათქვამია მარგველაშვილის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამმხრივი შეხვედრა ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა.

Трехсторонняя встреча НАТО-Грузия-Украина в Брюсселе
სამმხრივი შეხვედრა ნატო-საქართველო-უკრაინა ბრიუსელში

„დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც აშშ-ის მყარ და ერთგულ პარტნიორს რეგიონში, რომელიც იბრძვის ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ ინიცირებულ მხარდამჭერ აქტზე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე", — განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

ეს მარგველაშვილისა და ტრამპის პირველი შეხვედრა იყო. მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადა შემოდგომაზე იწურება.

საერთაშორისო ურთიერთობებში პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის თქმით, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს მეთაურმა ყურადღება გაამახვილა უშიშროების საკითხებზე.

აღინიშნა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის პროგრესი, ნატოს წევრობისკენ სწრაფვა და ძალისხმევა. პრეზიდენტმა ტრამპთან შეხვედრისას რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკას უნდა გაეცეს ერთიანი მწყობრი პასუხი, რაც უნდა გამოიხატოს ალიანსის გაფართოების ინიციატივებში. ხაზგასმით ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად ალიანსისთვის საქართველოს გაწევრიანება

საქართველოსა და აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან იღებს სათავეს. ეს ურთიერთობები განსაკუთრებით გააქტიურდა 2000-იანი წლების დასაწყისში. ქვეყნებმა 2009 წელს ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ქვეყნებმა 2016 წელს ხელი მოაწერეს მემორანდუმს ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. მემორანდუმის ფარგლებში აშშ საქართველოში გერმანიის „ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგს, საბრძოლო მომზადების ცენტრს აშენებს.

101
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (241)