პრობაციის ყოფილი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა

გამოწერა
მთავრობის ადმინისტრაცია მინისტრთა კაბინეტის მიერ დაგეგმილი რეფორმების გატარებას გაუწევს კოორდინაციას

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს პრობაციისა და სასჯელაღსრულების ამჟამად უკვე ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

კახიშვილმა ამ პოსტზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც ოთხშაბათს ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად დაასახელეს.

„საპროკურორო საბჭომ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე აირჩია">>

„კახა, შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი გახლდათ. ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში. მაგრამ, წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი, ჩვენ გვსურს რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით, წარმატებული რეფორმების, ფუნდამენტური რეფორმების", — განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა

ბახტაძის თქმით, ახლა მთავრობის ადმინისტრაცის რეფორმების კოორდინაციის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მიერ დაანონსებული რეფორმები 2018-2019 წლებში გატარდება. ამასთან, შემოდგომაზე წარმოდგენილი იქნება ახალი ინციატივები.

კახიშვილმა დაამტავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

თავისი კარიერა მან შინაგან საქმეთა სამინისტროში რიგითი თანამშრომლის სახით დაიწყო. გაიარა დიდი გზა პოლიციელიდან პროკურორამდე. 2008-2014 წლებში საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი იყო.

2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; 2011 წლიდან — არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი დამცველი" სამართლებრივი დირექტორი; 2012-2014 წლებში — ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი. 2014-2015 წლებში ეკავა პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თანამდებობა, ხოლო 2015 წლიდან ამავე უწყებას ხელმძღვანელობდა. ამჟამად არის საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0