გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს წევრი გახდება

142
ნატოს გენერალური მდივანი და საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო გატარებული რეფორმებისთვის შეაქო და დარწმუნებით განაცხადა, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდება.

ამ განცხადებით სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოვიდა, რომელიც ბრიუსელი ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა.

„ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს კონტრიბუციისთვიის მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა" ავღანეთში, და ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მსხვერპლს, რომელიც მან ჩვენი ერთიანი უსაფრთხოებისთვის გაიღო. საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსის წევრებმა ჯერ კიდევ გუშინ დაადასტურეს ეს, და ჩვენ განვაგრძობთ თქვენთან ერთად წევრობისთვის მზადებას. ჩვენთვის ძალზე შთამბეჭდავია თქვენი პროგრესი რეფორმებში და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს", — განაცხადა სტოლტენბერგმა.

რუსეთი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში შენარჩუნებულია არასტაბილურობა, რომელიც, მათ შორის, პროვოცირებულია საქართველოს ნატოში გაძლიერებისა და შემდეგ უკვე, ალიანსის მეშვეობით — რეგიონში გაძლიერების მცდელობით.

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ში დაწერა, რომ ნატო უსარგებლო ბლოკია, რომელიც რუსულ მხარეს პროვოკაციულ საქმიანობაში ადანაშაულებს და განაგრძობს „კბილების ღრჭიალს ბრიუსელში".

142
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (280)