კიანცელარია

ახალი სახეები საქართველოს მთავრობაში მასმედიის ვერსიები

113
(განახლებულია 13:34 11.07.2018)
ერთ-ერთი ვერსიით, იგეგმება განათლების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების შეცვლა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას, სავარაუდოდ, ოთხშაბათს წარადგენს.

„მცირე მთავრობის" კონცეფციის თანახმად, საქართველოში 13-ის ნაცვლად 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი იქნება. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ოპტიმიზაციასა და ხარჯების დაზოგვისკენ არის მიმართული.

ახალ მინისტრთა კაბინეტში, სავარაუდოდ, სამი მინისტრი შეიცვლება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პარლამენტმა „მცირე მთავრობის“ შექმნას მწვანე შუქი აუნთო>>>

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც დღეისათვის ორი უწყების ფუნქციებს გააერთიანებს — განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროებს — სავარაუდოდ, მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს. მიხეილ ჩხენკელის შესაძლო შემცვლელი ამ დროისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის რექტორია.

ფინანსთა მინისტრის პორტფელი შეიძლება ერთ-ერთი მსხვილი მობილური კავშირის ოპერატორის Geocell-ის კომერციულ დირექტორს ვანო მაჭავარიანს ერგოს. ვიდრე პრემიერი გახდებოდა, ბახტაძე ქვეყნის მთავარი ფინანსისტი იყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სავარაუდოდ, ექიმი-კარდიოლოგი გიორგი ქობულია უხელმძღვანელებს. იგი ამ დროისთვის მოსკოვში მუშაობს. ამ ეტაპზე ეკონომიკის უწყებას გიორგი ჩერქეზიშვილი უდგას სათავეში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მთავრობის ძირითადი შემადგენლობა, მათ შორის ძალოვანი მინისტრები, ახალ მთავრობაში პოსტებს შეინარჩუნებენ.

უკვე ცნობილია, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხშაბათს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე კენჭისყრა 15 ივლისს გაიმართება, 13-14 ივლისს კი პარლამენტის კომიტეტებში მოუსმენენ მინისტრობის კანდიდატებსა და პრემიერ მამუკა ბახტაძეს.

გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტში მმართველი პარტია უმრავლესობით არის წარმოდგენილი, მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პარლამენტის თანხმობა უპრობლემოდ უნდა მიიღოს, თუ, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობა არ იქნება.

სამინისტროების შემცირება საქართველოში მეოთხედ მილიარდ ლარს მოიტანს>>>

ამგვარად, ერთ თვეზე ნაკლებ დროში პარლამენტს საქართველოს უკვე მეორე მთავრობისთვის მოუწევს ნდობის გამოცხადება.

ბახტაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 20 ივნისს გახდა, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ.

113
თემები:
საქართველოს მთავრობა–2018 (141)
ცესკო

პირველი რაუნდი ონლაინ–რეჟიმში: საკონსიტუტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

28
(განახლებულია 11:46 04.06.2020)
განხილვაში მონაწილეობის მიღებას და კითხვების დასმას ნებისმიერი მოქალაქე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ან საქართველოს პარლამენტის ონლაინ–პლატფორმის მეშვეობით  შეძლებს.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik.  საკონსტიტუციო შესწორებების საყოველთაო განხილვა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ხუთშაბათს დაიწყება – საორგანიზაციო კომიტეტის წევრები მოქალაქეების კითხვებს პირდაპირ ეთერში 19:00 საათიდან უპასუხებენ.

საპარლამენტო არჩევნების 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართვა ახალი სისტემით საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.  


განხილვაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–რეჟიმში გაიმართება,  და კითხვების დასმას ნებისმიერი მოქალაქე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ან საქართველოს პარლამენტის ონლაინ–პლატფორმის მეშვეობით  შეძლებს.

მაყურებელს შეუძლია მისთვის საინტერესო კითხვები პირველი არხის ოფიციალურ Facebook–გვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე  გააგზავნოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატი განსაზღვრულია – გაიმართება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატით, სადაც კომისიის წარმომადგენლები, მათ შორის, პარლამენტისა და შესწორებების განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო შესწორებებს წარადგენენ. 

„ასევე, გვექნება ინტერაქტიული კომუნიკაციის საშუალება საზოგადოებასთან, მივიღებთ კითხვებს და გავცემთ პასუხებს. სატელევიზიო ფორმატის შეხვედრები გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე, თბილისში და ასევე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება ასეთი შეხვედრა“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხილვის ტრანსლაცია, სავარაუდოდ, 13 ან 14 ივნისს გაიმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის გათვლით, განხილვის პროცესი ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, 21 ივნისიდან კი კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით გავა და 29 ივნისს, სამივე მოსმენით მიიღებენ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვიდრე ხელისუფლება არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობას.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნების შედეგებით პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატისგან დაკომპლექტდება. 

საკონსტიტუციო შესწორებების მისაღებად აუცილებელია 112 ხმა, მმართველ პარტიას მხოლოდ 95 დეპუტატი ჰყავს, ამიტომ მას ოპოზიციის ერთი ნაწილის მხარდაჭერა მაინც სჭირდება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 11 მარტს დარეგისტრირდა. შესწორების თანახმად, ახალ საარჩევნო სისტემაში იცვლება ოლქების რაოდენობა, პარტიების გამსვლელი ბარიერი და ადგილების გადანაწილების სისტემა პარლამენტში.

წარმოდგენილ ვარიანტში 30 მაჟორიტარული ოლქია, გამსვლელი ბარიერი კი მხოლოდ 1%. პარტიული სიით გასული დეპუტატების ადგილების რაოდენობა პარლამენტში დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგად ერთმანდატიან ოლქებში მიღებულ ადგილებზე.

28
„ქართული ოცნების მთავარი ოფისი

არსად წასვლას არ აპირებს: მმართველ პარტიაში ჭორებს პრემიერის გადადგომის შესახებ უარყოფენ

35
(განახლებულია 10:22 04.06.2020)
ჭორებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად კურსირებს, მთავრობაში და მმართველ პარტიაში არავინ ადასტურებს

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ჭორები საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ეს ერთი ტელეარხის ფანტაზიაა და სრული სიცრუეა, განაცხადეს მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მთავრობის მეთაურის შესაძლო გადადგომის შესახებ კომენტარისას.

ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ თავის წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გახარიამ გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ უკვე მიიღო და ის 20 ივნისამდე დატოვებს პოსტს. ტელეარხმა ასევე განაცხადა, რომ პრემიერის გადადგომა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 1 ივნისის შეხვედრაზე მოითხოვა, მაგრამ მთავრობის მეთაურმა წასვლაზე უარი განაცხადა.

„ეს სრული სიცრუეა“, განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჭორებს უფრო მკვეთრად გამოეხმაურა.

„რომელიღაც მედიის პროდიუსინგში მოგონილი ამბავია.ოპოზიციას სჩვევია, ბოლო დროს იგონებენ ამბავს მათი მედიასაშუალების მეშვეობით, მერე ამ ამბავზე ბრაზდებიან და ამას ვისმენთ. ამბავი არის მოგონილი და ამ მოგონილ ამბავზე ჩვენ გვთხოვენ კომენტარს და გვთხოვენ პასუხის პასუხს“, – განაცხადა მდინარაძემ.

გახარიასთვის წასვლის აუცილებლობას ვერ ხედავს პოლიტოლოგი ვასო კაპანაძეც.

„ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი მიიყვანს კიდეც საქართველოს არჩევნებამდე, რადგან მას ახლა კარგი რეიტინგი აქვს, ის კარგად მართავს ქვეყანას კორონავირუსის გამო გამოწვეულ ამ კრიზისულ პერიოდში“, - განაცხადა კაპანაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

გიორგი გახარია  საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის სექტემბერში გახდა მიუხედავად იმისა, რომ მის გადადგომას შინაგანს საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან თბილისის ცენტრში გამართულ მიტინგებზე 3 თვეზე მეტხანს ითხოვდნენ.

გახარიას წასვლა ძირითადი მოთხოვნა იყო სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომლებიც მაშინდელ მინისტრს 21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს ძალების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ.

35
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 6 ივნისს

0
(განახლებულია 10:23 04.06.2020)
ქარი, მოღრუბლულობა და წვიმა ელჭექით – ასეთ ამინდს  პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დედაქალაქში შაბათს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შაბათს, 6 ივნისს ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +16, ხოლო დღისით – 27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში